Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

შამპანურის დიეტა

მუსიკალურ არხ MTV-ს თანამშრომელმა, 31 წლის კარა ლეიბამ ნამდვილი გადატრიალება მოხდინა თანამედროვე დიეტოლოგიაში. საქმე ისაა, რომ მან წონაში შამპანურის ყოველდღიური მიღების შედეგად დაიკლო, უკვე ათასობით მიმდევარიც გაიჩინა და შამპანურის დიეტაზე ახლა უკვე წიგნის დაწერასაც აპირებს. დაძაბული სამუშაო რიტმის გამო კარა ვერ ახერხებდა ნორმალურად კვებას, ორიოდ ლუკმას კი რომელიმე წითელ ღვინოს აყოლებდა. ერთხელაც მეგობარმა ურჩია, ღვინო შამპანურით შეეცვალა, ამასთან, გამუდმებულ დიეტებზე უარი ეთქვა და მხოლოდ ჯანსაღი საკვები მიეღო. კარა ასეც მოიქცა და  მალე შესანიშნავი შედეგიც მიიღო. დღეში ორი ბოკალი შამპანურისა და ჯანსაღი, ვიტამინებით მდიდარი საკვების (დღეში 1200-1400 კალორია) მიღების შედეგად მან დაახლოებით ათი კილოგრამი დაიკლო. ,,შეარჩიეთ ხარისხიანი საკვები; ჩიზბურგერის, შემწვარი კარტოფილისა და კოკა-კოლას ნაცვლად შებოლილი ორაგულით, სალათითა და შამპანურით ისადილეთ. შამპანურს მხოლოდ დღესასწაულებზე მიირთმევენ, მე კი გირჩევთ, ის ყოველდღიურ რაციონში ჩართოთ” - გვირჩევს კარა. თუმცა ამ დიეტას მოწინააღმდეგენიც გამოუჩნდნენ - ბრიტანელი დიეტოლოგი ელიზაბეტ ვეიხსელბაუმი თვლის, რომ მიუხედავად ზოგიერთი სასარგებლო ნივთიერებისა, რომელსაც ეს სასმელი შეიცავს, შამპანურის ყოველდღიური მიღება მიზანშეწონილად არ მიაჩნია. 

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.