Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის საახალწლო ბაზრობის (2018) გზამკვლევი სტუმრებისთვის (1)

გზამკვლევი იმის შესახებ, თუ რა პროდუქტს, ფასდაკლებებსა და აქციებს გვთავაზობენ საახალწლო ბაზრობის მონაწილეები 23 და 24 დეკემბერს.

ჯაყელების ღვინო ღვინის საახალწლო ბაზრობაზე სამი სახეობის ღვინით წარსდგება: საფერავი, რქაწითელი/მწვანე, რქაწითელი/ქისი. მარანი ტრადიციული კახური მეთოდით ბიო ღვინოს აწარმოებს. 23 და 24 დეკემბერს, ღვინის #1 ქარხანაში მომხმარებელი შეძლებს შეიძინოს საყვარელი ღვინო უფრო იაფად, ვიდრე ეს მაღაზია-ბარებშია. "ჩვენი მთავარი მიზანია - მომხმარებელს შევთავაზოთ ნატურალური პროდუქტი" - გვითხრა ზაზა ჯაყელმა.

დავით ჩიხლაძის მარანს დაახლოებით 12 დასახელების ღვინო ექნება ბაზრობაზე გასაყიდი. ესენია ტრადიციული მეთოდით დაყენებული მწვანე, რქაწითელი, ქისი, ხიხვი, ორი მეთოდით დაყენებული საფერავი, ასევე ჩხავერი. იქნება ჟღია და ჭყაპაც. დავით ჩიხლაძის მარანი მომხმარებელს ჭაჭასაც შესთავაზებს, რომელიც იმაზე დაბალ ფასად გაიყიდება, ვიდრე ეს მაღაზია-ბარებშია. ასევე საახალწლო ფასდაკლებები ექნებათ ღვინოზეც. "მომხმარებელს ვურჩევდი მეტი ინტერესი გამოიჩინონ კარგი ღვინის მიმართ" - დავით ჩიხლაძე.

ახალი მარანი ბუნებური საახალწლო ბაზრობაზე საფერავს და საფერავის ჭაჭას დაგახვედრებთ. საფერავი, წითელი მშრალი, 2016 წლის მოსავალი, ალკოჰოლი 14%. დამზადებულია საგარეჯოს მუნიციპალიტეტეის სოფელ ბადიაურში მოყვანილი, უმაღლესი ხარისხის, საგანგებოდ შერჩეული საფერავის ჯიშის ყურძნისგან. დაღვინებულია კლერტის გარეშე უჟანგავ ფოლადის ჭურჭელში, 4 კვრიანი მაცერაციით. ღვინო მუქი ლალისფერია, შავი ქლიავისა და ალუბლის კლასიკური არომატები შერწყმულია კენკრის ტონებთან. აქვს სასიამოვნო სიმჟავე და ხავერდოვანი დაბოლოება. საფერავის ჭაჭა, ალკოჰოლი 52%, ჩამოსასხმელი. დამზადებულია ტრადიციული კახური მეთოდით.

"საფერავი გაიყიდება მნიშვნელოვანი ფასდაკლებით და ამასთან 3 ბოთლი საფერავის შეძენისას მე-4-ე ბოთლს მომხმარებელი მიიღებს უფასოდ. ჭაჭაზე გვექნება დიდი ფასდაკლება, 2 ლიტრი 1-ის ფასად. ჩვენს მომხმარებელს ვურჩევთ დააგემოვნონ და შეიძინონ „ბუნებურის“ უმაღლესი ხარისხის საფერავი და გაალამაზონ საზეიმო სუფრა, ხოლო საფერავის ჭაჭით იმკურნალონ ნაბახუსევზე" - კომპანია ბუნებური.

ვახტანგ ბერუაშვილის საოჯახო მარანი, ვახტანგ ბერუაშვილი: "9 დასახელების ღვინო მექნება წარმოდგენილი: კახური ტრადიციული მეთოდით, ქვევრში დამზადებულებია - მწვანე კახური, ქისი, რქაწითელი/ქისი, მწვანე ქისი. კლასიკურად დამზადებული, ქისი , მწვანე. ქართლი (ტრადიციული მეთოდით) ჩინური, ასევე ცოლიკოური და ჩხავერი.

ჩვენ შემოგთავაზებთ მაღალ ხარისხს და ფასებიც დაბალანსებული იქნება ღონისძიებაზე. გვექნება აქციები და სხვადასხვა სიურპრიზები. ჩვენი მარანი ახალია ქართულ ბაზარზე, შესაბამისად მივიღებთ მომხმარებლების რჩევას და გავიზიარებთ მათ მოსაზრებას ჩვენ ღვინოზე".

სესიაშვილის მარანს ღვინის საახალწლო ბაზრობაზე წარმოდგენილი ექნება 4 დასახელების ღვინო: წინანდალი, მუკუზანი, წითელი გავაზი (ქვევრის), თეთრი გავაზი (ქვევრის). "მომხმარებელს ვურჩევდით მეტი კარგი ღვინო დააგემოვნონ და უკეთესად იქნება ყველაფერი" - ვანო შიუკაშვილი.

© საქართველოს ღვინის კლუბი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული