Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჩხავერი Porto-Franco, აჭარული ღვინის სახლი, 2011

45.00 ლარი

რამდენიმე წლის წინ ეს ჩხავერი პირველი აჭარული ჩხავერი იყო ქართულ ბაზარზე. დაყენებულია ქედას რაიონის სოფლებში მოყვანილი ყურძნიდან. ღვინოს დავარგების კვალიც ეტყობა, სასიამოვნო ძოწისფერია, სურნელში კი ბროწეულის, ძახველის და მცირედი ჩირის არომატებსაც იგრძნობთ. თავის დროზე ღვინომ გარკვეული ხანი მუხის კასრში გაატარა, რაც გემოშიც ჩანს, ნაზი ტანინები და ვარდისფერი ღვინისთვის ცოტათი უჩვეულო ძალა და ხასიათი. საკმაოდ მაღალმჟავიანი, ხანგრძლივი დაბოლოების ღვინოა, რომელიც ხორციან კერძებთან იქნება კარგი. პირველ რიგში ლორთან და ძეხვთან.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული