Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ფილოქსერამდელი კონიაკი ყველაზე ძვირად ღირებულად აღიარეს

გსურთ შეეხოთ ისტორიას და იგემოთ ყველაზე ძვირად ღირებული კონიაკი? მაშ, მოგიწევთ ნიუ-იორკისაკენ გაეშუროთ... იქ დარეგისტრირდებით საიტზე Financial District Wine&Liquor,შეუკვეთთ 1858 წლის კონიაკს Croizet Cuvee Leonieდა 750 მლ-იანი ბოთლის საფასურად 157 000 დოლარს გადაიხდით. ამ კონიაკს სახელი Croizet-ს სახლის დამაარსებელმა თავად შეურჩია და საკუთარი ქალიშვილის მსგავსად ლეონი კრუაზე დაარქვა. ისედაც ძვირფას კონიაკს განსაკუთრებული ფასი მას შემდეგ დაედო, რაც ისტორიული ფაქტის “მონაწილე” გახდა – სწორედ 1858 წლის Croizet-ს მიირთმევდნენ უინსტონ ჩერჩილი და დუაიტ ეიზენჰაუერი, როცა მეორე მსოფლიო ომის საომარ კამპანიასა და სტრატეგიაზე საუბრობდნენ. აღსანიშნავია, რომ 2011 წელს ამ ვინტაჟური კონიაკის ერთი ბოთლი შანხაის აუქციონზე გაიტანეს და 156, 760 დოლარად გაყიდული სასმელი მსოფლიოში უძვირესად აღიარეს. მართალია, კრუაზეს მარანში სხვა უნიკალური სასმელებიც ინახება, რომლებიც ფილოქსერას ეპიდემიამდე არის დამზადებული, მაგრამ Croizet Cuvee Leonie-ს ბევრი ვერ უტოლდება. მისი უნიკალურობის მიზეზი კი ის გემო და არომატია, რომელიც ვერც ერთ მოსავალზე ვერ გაიმეორეს.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული