Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სოკოს ღვეზელი

საჭირო მასალა:

ცომისთვის:

300 გ ფქვილი

150 გ საყინულეში გაცივებული კარაქი

2 კვერცხის გული

1 ს.კ. არაჟანი

მწიკვი მარილი

გულსართისთვის:

500 გ სოკო

2 დიდი თავი ხახვი

200 მლ 20%-იანი ნაღები

2 ცალი კვერცხი

2 კბილი ნიორი

მწიკვი თავშავა

0.5 ჩ.კ. ძირა და თეთრი პილპილი

1 კონა ოხრახუში

მარილი, პილპილი - გემოვნებით

ზეითუნის ზეთი - ხახვის მოსაშუშად

მომზადება: მოვამზადოთ ცომი – ავკეპოთ ფქვილი და კარაქი, შევურიოთ მარილი, კვერცხის გული, არაჟანი. მოვზილოთ ცომი, გავხვიოთ ცელოფანში და 1 საათით გავაჩეროთ მაცივარში. გულსართისთვის ზეთში მოვშუშოთ ხახვი და დაქუცმაცებული ნიორი, დავუმატოთ დაჭრილი სოკო, მარილი, პილპილი, თავშავა და ვშუშოთ, სანამ სითხის ნახევარი ამოშრება. მომზადებულ გულსართს დავუმატოთ დაკეპილი ოხრახუში. ცომის 2/3 გავაბრტყელოთ, ჩავაფინოთ საცხობ ფორმაში, გვერდებიც ამოვუყვანოთ ხელით, ზედ მოვათავსოთ სოკოს მასა. ნაღებში გავთქვიფოთ კვერცხის გულები, ძირა და თეთრი პილპილი, დავასხათ გულსართს ზემოდან  და გადავაფაროთ გაბრტყელებული დარჩენილი ცომი. ცომის გვერდები შევკრათ, ზემოდან დავჩხვლიტოთ რამდენიმე ადგილას და გამოვაცხოთ 180 გრადუს ტემპერატურაზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 1 საათის განმავლობაში.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.