Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინო, რუსული უმეცრება

დანიელ მილსი ქალაქ ფენიქსში ღვინის დისტრიბუტორად მუშაობს. თავის ბოლო გამოცდილებას, ქართული ღვინის გაყიდვასთან დაკავშირებით, მკითხველს თავის ბლოგში, სათაურით „ქართული ღვინო, რუსული უმეცრება“ უზიარებს.

ბოლო კვირების მანძილზე მილსი ფენიქსში ქართული ღვინის გაყიდვას ცდილობს. იგი ღვინის იმპორტიორ კომპანიასთან Roni Selects თანამშრომლებს, ამ შემთხვევაში, მიმწოდებელი „კორთავების მარანია“, რომელიც კახურ ღვინოს აყენებს.

მილსმა გადაწყვიტა, რომ ღვინო პატარა რუსული სასურსათო მაღაზიისთვის შეეთავაზებინა, სადაც ქართული ღვინის ნიშა შეიძლებოდა ყოფილიყო. მას ძალიან გაუხარდა როდესაც იქ ტრადიციული ქართული და მოლდოვური ღვინო დახვდა. ამასთანავე, სურდა გაერკვია მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები რუსულ სასურსათო მაღაზიას რამდენად შეეხო. იქ მისულმა გაიგო, რომ მაღაზია მნიშვნელოვნად დაზარალდა, მაღაზიის მეპატრონეს პასუხი შემდეგი იყო - „რა შეგვიძლია გავაკეთოთ? ხალხი უცოდინარია, ჩვენ უარესებიც გამოგვივლია, ამასაც გადავლახავთ.“

მილსი წერს, რომ მათ თანაუგრძნო და ამ შემთხვევამ პანდემიის პერიოდი გაახსენა, როდესაც აზიურ პროდუქციას მომხმარებლებმა ბოიკოტი გამოუცხადეს. მაღაზიაში მან ისაუბრა იმაზე, რომ ქართული და მოლდოვური ღვინოები საკმარისად ცნობილი არ არის. განიხილეს რუსი იმიგრანტების როლი ამერიკული მეღვინეობისთვის. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ იგი, მიმდინარე მოვლენების ფონზე, საერთო ადამიანური ენის გამონახვამ ძალიან გაახარა. მიუხედავად ამისა, მან მაღაზიაში მიტანილი პროდუქცია ვერ გაყიდა.

თუმცა, მილსმა სხვების ქართული ღვინით დაინტერესება უკეთ მოახერხა. რუსული სასურსათო მაღაზიებისგან განსხვავებით, აღმოჩნდა რომ სხვა მომხმარებლებისთვის ქართული ღვინო კიდევ უფრო უცხო, ამიტომ მისი უკვე ნაცნობ ჩარჩოებში მოთავსება უჭირდათ. ამიტომაც, ყველა ქართული ღვინის მათთვის უკვე ნაცნობ ჯიშებთან შედარებას ცდილობდა, რაც მილსის აზრით, არასწორია.  

დანიელ მილსის აზრით, საუკეთესო საშუალება იმისთვის, რომ მათ ქართული ღვინო გაიცნონ არის გაუძლონ ცდუნებას და ის სხვა, უკვე ნაცნობ ღვინოებთან შედარების ფონზე არ შეაფასონ. ტენდენცია, რომ ყველაფერი ახალი რასაც ვსინჯავთ უკვე ნაცნობს შევადაროთ, არასწორია.

მილსი როგორც მაღაზიებში მომხმარებლისთვის, ისე მკითხველისთვის, ქართული ღვინის ხასიათის, ისტორიისა და სხვადასხვა ჯიშის, როგორებიცაა კახური მწვანე, საფერავი, რქაწითელი, გაცნობას ცდილობს. მათი პოპულარიზაციისთვის კი ბრენდინგი ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნია.

მისი აზრით, ერთ-ერთი ბარიერი ქართული ჯიშების სახელების არცოდნაა. ეს პრობლემა სხვა არაერთი ქვეყნის ღვინოს ედგა ამერიკაში, რომლებიც ახლა ძალიან ცნობილია და ამისთვის მიმწოდებლებმა სხვადასხვა ხერხს მიმართეს. თუმცა, ეს მიდგომა მას არ მოსწონს, რადგან სახელის შეცვლის ან რაიმესთან შედარება-გაიგივების შემთხვევაში, ავთენტურობა იკარგება. ქართული მეღვინეობა კი ტრადიციული ღვინოების ერთგვარ ბიბლიოთეკად მიაჩნია, რომლებიც მეღვინეების დამსახურებით, ტრადიციულ ტექნიკასა და ცოდნას ინარჩუნებს. ამასთანავე, მიაჩნია, რომ ღვინოს აქვს უნარი - კულტურა და ისტორიის უწყვეტობა თაობებს შეუნახოს.  

როგორც აღმოჩნდა, მსგავს შეხედულებას ყველა არ იზიარებს. მილსი კიდევ ერთ რუსულ სასურსათო მაღაზიას ესტუმრა, რათა იქაური მდგომარეობის შესახებ გაეგო. მან უარყოფითი გამოხმაურებების ძალიან გრძელი სია და გაბრაზებული მომხმარებლების შეფასებები აღმოაჩინა. რუს მფლობელს მაღაზიაში ტრამპისა და პუტინის ნატურალური ზომის მუყაოს ფიგურები დაუდგამს, ასევე სტალინის დიდი ფოტოც. ეს მან რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გააკეთა. მილსი წერს, რომ სწორედ ამ დროს გაახსენდა ის სიტყვები, რასაც პირველი რუსული მაღაზიის მფლობელი ხალხის უმეცრებაზე ამბობდა, რამაც დააფიქრა ამ სიტყვების არსი და შინაარსი  რამდენად სწორად ჰქონდა აქამდე გაგებული.

ამერიკელი მეღვინისთვის პუტინისტური და სტალინისტური განწყობების თავის სიახლოვეს აღმოჩენა აქამდე წარმოუდგენელი იყო. საკუთარ დამოკიდებულებას გულუბრყვილობად და მსგავსი ლიდერების შეუფასებლობად აფასებს. „მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არაფერი გამეყიდა, იქ ნანახის შემდეგ დარწმუნებული არ ვიყავი გეგმისთვის მიყოლას რამდენად მოვახერხებდი. აქამდე როგორც არ უნდა თანამეგრძნო მაღაზიის მფლობელისთვის, რომელიც ბოიკოტის გამო ფინანსურად ზიანდება, ამ შემთხვევამ ყველანაირი მსგავსი დამოკიდებულება გამიქრო.“ - წერს დანიელ მილსი.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული