Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქათმის ცხარე წვნიანი

საჭირო მასალა: 1 კგ. ქათმის ფრთები, 300 გ. ახალი სოკო, 1 კონა მწვანე ხახვი, 1 ცალი ტკბილი წიწაკა, 6 კბილი ნიორი, 5-7 ს.მ. სიგრძის ნედლი ჯანჯაფილის ნაჭერი, 1 ს.კ. ცხიმი, 1 ჩ.კ. ცხარე წიწაკა, სოიის სოუსი, მარილი – გემოვნებით.

მოზადება: ფრთები დავაწყოთ ტაფაზე, შევბრაწოთ ცხიმში და გადავიტანოთ ქვაბში. დავამატოთ იმდენი წყალი, რომ დაფაროს და ვხარშოთ მანამ, სანამ ხორცი ძვლებს არ მოსცილდება. სანამ ხორცი მოიხარშება, დავჭრათ სოკო და მოვშუშოთ იმავე ტაფაში, რომელშიც იწვებოდა ქათამი. დავჭრათ დანარჩენი ბოსტნეულიც. როცა ფრთები მოიხარშება, ამოვიღოთ, წვენში კი ჩავამატოთ ბოსტნეული, სანელებლები და სოკო. წვნიანი ვხარშოთ კიდევ 10 წუთი და ჩავამატოთ სოიის სოუსი.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული