Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის ტური სასტუმრო “ძველ მარანში”

 

შაბათს, 14 მარტს, 13:00 სთ-ზე, “ტყუპების ძველი მარანი” ქვევრის გახსნასა და სასტუმრო “ძველი მარნის” პრეზენტაციაზე ეპატიჟება თავიანთ სტუმრებს.

წინაპრების ძველ ფუძეზე, სოფელ ნაფარეულში, ტყუპმა ძმებმა, გია და გელა გამტკიცულაშვილებმა მამაპაპისეული მარანი აღადგინეს, ვენახები გააშენეს და ქვევრები ჩაყარეს. დღეს აქ ფრანგული შატოს ტიპის მეურნეობაა, რომელიც მნახველს ბევრ საინტერესოს სთავაზობს.

ადგილზე ჩასული სტუმრები დაათვალიერებენ მარანს, ღვინის საცავს, ვენახებს, საუკუნოვანი ისტორიის საწნახელს, გაეცნობიან საკონფერენციო დარბაზს და სასტუმროს, რომელიც ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებს 2-3 დღიან ღვინის ტურებს სთავაზობს. კომფორტული სასტუმრო 24 სტუმარზეა გათვლილი. ნომრის ფასი 50-დან 100 ლარამდე მერყეობს, დილის საუზმის ჩათვლით. საკონფერენციო დარბაზში სასტუმროს საიტის პრეზენტაცია გაიმართება. მოწვეული ღვინის ექსპერტები სტუმრებს ცოცხალ ღვინოს წარუდგენენ და ღვინის ტურიზმის პერსპექტივებზეც ისაუბრებენ; ასევე გააცნობენ ძმები გამტკიცულაშვილების სამომავლო გეგმებს ხელოვნური ტბის მოშენებასთან დაკავშირებით.

მოწვეული საზოგადოება დაესწრება ქვევრების მოხდას, რაც ისეთივე სადღესასწაულო რიტუალად ითვლება, როგორც რთველი ან მოსავლის დაბინავება.
სტუმრებს სამახსოვროდ ლიტრიან ბოთლებში ჩამოსხმული ღვინო გადაეცემათ და სასტუმროს სერვისზე სპეციალური საშეღავათო ბარათებითაც დასაჩუქრდებიან.
 
© მადიანი/vinoge.com


ეგ ის ხომ არაა ტევანს რომ აწარმოებს?


ნამდვილად ეგ გახლავსთ.



წავიდეთ მარნის ლომები? :-)


მე მივდივარ. შენ რას იზამ?

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული