Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Natural Resistance. ფილმის ჩვენება საქართველოს ღვინის კლუბში

საქართველოს ღვინის კლუბი აგრძელებს შეხვედრებს კლუბის წევრებისა და ღვინის ენთუზიასტებისთვის სამშაბათობით, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპუსში. ღვინის კლუბმა, ამჯერად, ჯონათან ნოსიტერის ფილმის - Natural Resistance - ჩვენება მოაწყო. საქართველოს ღვინის კლუბის პრეზიდენტმა, მალხაზ ხარბედიამ აუდიტორიას წარუდგინა ფილმი და ისაუბრა რეჟისორის შესახებ. ფილმის ჩვენებას 50-მდე ადამიანი ესწრებოდა. 

Natural Resistance ჯონათან ნოსიტერის ბოლო ფილმია, სადაც რეჟისორი უბრუნდება 2005 წელს, მის საეტაპო ფილმში - Mondovino და წიგნში - Liquid Memory - წამოჭრილ პრობლემას, თუ რა გავლენა აქვს გლობალიზაციას ღვინის წარმოებაზე მსოფლიოს მეღვინეობის ამა თუ იმ რეგიონში. მისი სიმპატიები ცალსახად იხრება ნატურალური, ხელქმნილი მეღვინეობისა და ტერუარების მიმართ. „ტერუარი“ კი მისთვის ის ცნებაა, სადაც ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი - ადგილი და გემო გადაიკვეთება. ნოსიტერისთვის ეკოლოგიური და ბიო მეურნეობა ფილოსოფიისა და ეთიკის სფერო უფროა, ვიდრე - გამოცდილება, რომელიც, თუნდაც, ევროკავშირის კანონმდებლობით შეიძლება დარეგულირდეს. ფილმმა - Natural Resistance - იტალიის აგროსფეროზე დიდი გავლენა იქონია. 

ქართველ კინომანებსა და ღვინის მოყვარულებს შორის ყოველთვის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ჯონათან ნოსიტერის Mondovino. სულ ახლახანს კი თბილისში ღვინის კინოფესტივალ კინოვინოს ფარგლებში ჯონათან ნოსიტერის ფილმების - Natural Resistance, Rio Sex-comedy და Mondovino - ადგილობრივი საპრემიერო ჩვენებები გაიმართა. საკუთარი ფილმების რეტროსპექტივას ესწრებოდა თვით რეჟისორი, რომელიც საქართველოს ღვინის კლუბის წევრებს საგანგებოდ შეხვდა. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული