Home
ქართული | English
დეკემბერი 2019
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

მულტიმედია

კომენტარები

Louis Roederer-ის ძვირფასი შამპანური

ცქრიალა ღვინოების მწარმოებელმა ცნობილმა ფრანგულმა კომპანია Louis Roederer-მა და დიზაინერმა ფილიპ დი მეომ შეზღუდული რაოდენობით გამოუშვეს შამპანურის პარტია, რომლისთვისაც სრულიად განსხვავებული და საოცრად დახვეწილი ჭურჭელი შექმნეს. შამპანური Cristal 2002  3-ლიტრიან ბოთლში (ჟერობოამი) ჩამოასხეს, თავად ჭურჭელი კი საუცხოოდ მოკაზმეს - ბოთლი 24-კარატიანი ოქროს ბადით არის დაფარული. ერთი ასეთი ბოთლის შესაქმნელად 2 ოსტატის 4-დღიანი შრომაა საჭირო. თავად მწარმოებლების თქმით, Cristal-ის ეს პარტია იუველირ-ოსტატთა მრავალწლიან ტრადიციასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიქმნა. ალკოჰოლური სასმლისთვის მსგავსი ძვირფასი ჭურჭელი ადრეც შექმნილა: კონიაკი Louis XIII Rare Cask 42,6ვარდისფერი ოქროთი გაწყობილ შავი ბროლის დეკანტერში ჩამოასხეს; 45 ათას დოლარად შეფასებულ შამპანურ De Watere-სკი ბრილიანტის თვლით გაწყობილი 24-კარატიანი ოქროს მონეტა ამშვენებს.        

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.