Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ინგლისური მედლები "თბილღვინოს"

კომპანია "თბილღვინომ" ორ პრესტიჟულ კონკურსზე, რომლებიც ლონდონში რამდენიმე კვირის წინ გაიმართა, ახალი ჯილდოები მიიღო. Decanter World Wine Awards-ზე, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ღვინის პაექრობაზე,  "თბილღვინო" ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა: ვერცხლით აღინიშნა "თბილღვინო მუკუზანი 2007", ბრინჯაოთი  -  "თბილღვინო საქართველოს ველები 2008" და "თბილღვინო საფერავი 2008". რაც შეეხება ღვინოს "წინანდალი თბილღვინოს სპეციალური მარაგები 2008", მას "რეკომენდებულის" სტატუსი მიენიჭა. გასულ წლებთან შედარებით Decanter World Wine Awards-ზე წელს მონაწილეთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა: მასზე 2240 კომპანიის 10285 ღვინო იყო წარმოდგენილი.
მეორე, ასევე მნიშვნელოვანი კონკურსი, რომელიც ლონდონში 1969 წლიდან ტარდება, The International Wine and Spirit Competition-ია. მისი მიზანია ხელი შეუწყოს ხარისხიანი ღვინისა და სპირტიანი სასმელების წარმოებას. კონკურსი ორ ეტაპად მიმდინარეობს: ბრმა დეგუსტაცია, რომელსაც პროფესიონალები ატარებენ და დეტალური ტექნიკური ანალიზი (ქიმიური და მიკრობიოლოგიური). ამ ყველაფრის შედეგად კომპეტენტურმა ჟიურიმ "თბილღვინოს" ოთხი ბრინჯაოს მედალი გადასცა. პრიზიორები გახდნენ: "თბილღვინო საფერავი 2008," "თბილღვინო მუკუზანი 2007," "თბილღვინო წინანდალი 2008" და "წინანდალი თბილღვინოს სპეციალური მარაგებიდან 2008."
 
© მადიანი/vinoge.com
 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული