Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ვოლდორფის სალათი

საჭირო მასალა: 4 ს.კ. მაიონეზი, 2 ს.კ. ვაშლის წვენი, 1 ს.კ. თხელი თაფლი, 100 გ სქელი ნაღები, 500 გ ნიახურის ძირი, 2 ს.კ. ლიმონის წვენი, 3 ცაი მჟავე ვაშლი, 100 გ ნიგოზი, 1 ცალი ბროწეული, 200 გ სალათის ფოთლები, მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: მაიონეზი, ვაშლის წვენი და თაფლი შევურიოთ. ნაღები მსუბუქად ავთქვიფოთ, სანამ ოდნავ არ შესქელდება, შემდეგ დავუმატოთ დანარჩენ მასას. შევანელოთ მარილითა და პილპილით. ნიახურის ძირი გავფცქვნათ, წვრილ ღერებად დავჭრათ და მოვასხათ ლიმონის წვენი. ვაშლი გაუფცქვნელად დავჭრათ და იმავე ზომაზე, როგორზეც ნიახური და დავუმატოთ დაჭრილ ბოსტნეულს. ვაშლსა და ნიხურს შევურიოთ დრესინგი და მოვაყაროთ მოხალული, მსხვილად დაჭრილი ნიგოზი. სალათას დავუმატოთ ბროწეუის მარცვლები და მსხვილად დაქუცმაცებული სალათის ფოთლები.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული







StatCounter - Free Web Tracker and Counter