Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Chateau Palmer-ი გაძარცვეს

ახლახან ცნობილი გახდა, რომ Chateau Palmer-ის სარდაფებიდან 72 ათასი ევროს ღირებულების 300 ბოთლი ღვინო მოიპარეს. მძარცველები მეტად ორგანიზებულად, კარგად გათვლილი გეგმის მიხედვით მოქმედებდნენ. მათ ჰქონდათ სასახლის ნახაზი და იცოდნენ, რომ შენობაში მხოლოდ სახურავიდან თუ შეაღწევდნენ. თუმცა არც ბორდოს ჟანდარმერია მჯდარა გულხელდაკრეფილი - დანაშაულის გაცხადებისთანავე მათ შვიდი ეჭვმიტანილი დააკავეს და ერთ-ერთი მათგანის სახლში ნაქურდალი ღვინოც აღმოაჩინეს.

Chateau Palmer-ში ღვინოს 1748 წლიდან ასხამენ. 1855 წლის კლასიფიკაციის მიხედვით ამ მამულის ღვინოები მედოკის Grand Cruკლასში ერთიანდებიან. მართალია, მეურნეობა წლების განმავლობაში ხელიდან ხელში გადადიოდა, მაგრამ მისი ყველა პატრონი ძალისხმევას არ იშურებდა ხარისხიანი ბორდოული ღვინის  დასაყენებლად. დღესდღეობით Chateau Palmer-ის ვენახი 55 ჰექტარზეა გადაჭიმული და მთლიანი ფართობის 47%-ზე კაბერნე სოვინიონია გაშენებული, 47%-ზე – მერლო, ხოლო 6%-ზე კი - პტი ვერდო. ყოველწლიურად ამ მარანში დაახლოებით 20 ათასი ბოთლი ღვინო ისხმება.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული