Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

დავით კობიძე, კობიძეების მარანი, მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (57)

– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

– გურიისთვის დამახასიათებელი ღია მარანი ოდითგან გვქონდა, 2017 წელს კი დავიწყეთ ახალი მარნის მშენებლობა

– ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

– გაშენებული გვაქვს: ჩხავერი, ალადასტური, ჯანი, სხილათუბანი, საკმიელა, მტევანდიდი, კამური, ბადაგი, მტრედისფეხა, ჭუმუტა, ცოლიკაური.

– რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

– ვაწარმოებთ  5 დასახელების ღვინოს: ჩხავერი ქარვისფერი, ჩხავერი ვარდისფერი, ალადასტური წითელი, ჯანი-სხილათუბანი წითელი, ცოლიკაური ქარვისფერი.

– გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

– ჩვენი ღვინის პირველი გაყიდვები უკავშირდება ნატურალური ღვინის ბარს ღvinoUnderground-ი, ეს იყო 2014 წელი.

– გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

– უკვე 2 წელია ჩვენი ღვინოები იყიდება აშშ-ში და საკმაოდ წარმატებით.

– რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

– მთავარია  გვიყვარდეს რასაც ვაკეთებთ, სირთულე ბევრი გვქონია (უფრო ფინანსური).

– თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

– აუცილებელია:  1. სახელმწიფოს  მხრიდან გაცილებით მეტი მხარდაჭერა საოჯახო მარნების და მცირე მეურნეობებისთვის როგორც ფინანსურად ასევე განათლების კუთხით. 2. ქართული ვაზის გენოფონდის, ჯიშური მრავალფეროვნების პოპულარიზაცია, ჯერ კიდევ პრობლემურია იშვიათი ჯიშების შეძენა და გაშენება.

– რას ურჩევდით დამწყებ მევენახე–მეღვინეებს?

– ვაზის სიყვარული + განათლება + პატიოსნება.

მარნის დასახელება:  კობიძეების მარანი

მარნის მისამართი:   ჩოხატაურის რაიონი, სოფ. ერკეთი

ტელეფონი: 591 551895,  591 918015

ელფოსტა: kobidzeebi@gmail.com

ფეისბუკ გვერდი: Facebook – Davit Kobidze

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი



წარმატებებს ვუსურვებ კობიზეების მარანს. ბევრი მართალი ღვინო დაეყენებინოთ და ჩვენი ქვეყნისთვის სახელი გაეთქვათ.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული