Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კახეთი ვადაგასული შხამ-ქიმიკატებისგან გაასუფთავეს

აკრძალული ნივთიერებები - ღვინოში, თევზში, საკუთარ სახლში და ორგანიზმში

რეზო გეთიაშვილი

ის დრო ჯერ არ მოსულა, რომ კახურ ღვინოში თუ საზამთროში ცალსახად ბიოპროდუქტი იგულისხმებოდეს. თუმცა, ამისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა - კახეთი ვადაგასული შხამქიმიკატებისგან გაასუფთავეს.                                                        

საკვები პროდუქტის ხარისხის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელი მასში პესტიციდების დასაშვები დონეა. ეკოლოგიური მეურნეობის პირობებში მოყვანილ პროდუქტშიც კი ისეთი ქიმიური ნივთიერებების აღმოჩენა შეიძლება, რომლის ხმარება რამდენიმე ათეული წლის წინ აიკრძალა, მაგრამ მათი მდგრადი თვისებების გამო დარჩა წყალში და ნიადაგში.

ვადაგასული პესტიციდები პოსტსაბჭოთა ქვეყნების ისტორიული პრობლემაა. საქართველომ საბჭოთა სოფლის მეურნეობიდან მემკვიდრეობად ათასობით ტონა ვადაგასული პესტიციდი მიიღო.

თანამედროვე ლაბორატორიებში ჩატარებული ანალიზებით, თელავის, ყვარლის, გურჯაანისა და ბაკურციხის მიმდებარე ტერიტორიებთან ალაზანში დაჭერილ თევზში ტოქსიკური ნივთიერებების ადამიანისათვის საშიში კონცენტრაცია აღმოჩნდა. სახეობათა კოსერვაციის ცენტრ "ნაკრესისგანცხადებით, პროდუქტი "საკვებად უვარგისიიყო.

შხამქიმიკატებით წყლის დაბინძურების ხარისხის ზრდა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ოფიციალური მონაცემებითაც დადასტურდა.

ცალკე საკითხი იყო პესტიციდების საშიში კონცენტრაცია ქართულ ღვინოებში, რის გამოც რუსეთმა საკუთარ ბაზარზე ყველა ქართული ბრენდი აკრძალა. სადავო არ არის, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი წმინდა პოლიტიკური ნიშნით გადადგა, თუმცა ქართველი (და არა მხოლოდ ქართველი) მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი იყო ამ ბრალდების მეცნიერული უარყოფა. მით უფრო მაშინ, როცა ქართული ღვინოების 90%- უკვე შიდა ბაზარი მოიხმარს.

რუსეთში პესტიციდების შემცველი პროდუქტი აკრძალული არ არის. რუსეთის კანონით, პესტიციდები ბავშვთა კვებაშიც კი დაშვებულია. მიზეზი მარტივია - .. "ბიოპროდუქტიარათუ მთელ ბაზარს, ჩვილ ბავშვთა საკვები პროდუქტების დამზადებასაც არ ჰყოფნის.

ამიტომ, ამა თუ იმ პროდუქტის აკრძალვა მასში პესტიციდების აღმოჩენის მოტივით, იურიდიულადაც გაუმართლებელი იყო. მნიშვნელოვანი უზუსტობა იმ პესტიციდების ჩამონათვალშიც გაიპარა, რომელიც თითქოს ქართულ ღვინოში აღმოაჩინეს. ჩვენს ღვინოებში ალდრინი ვერ იქნებოდა, რადგან ეს ნივთიერება საქართველოში არასოდეს გამოიყენებოდა.

სამაგიეროდ, ქართული საბჭოთა სოფლის მეურნეობა ფართოდ იყენებდა ქლორის შემცველ ორგანულ ნივთიერებებს: დდტ-, დდე-, დიელდრინს... საქართველოში ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში ერთ ჰექტარ მიწის ნაკვეთზე საშუალოდ 30 კილოგრამ პესტიციდს ყრიდნენ. მდინარე ალაზნის აუზში მალარიის წინააღმდეგ საბრძოლველად თვითმფრინავებით ხდებოდა ჭალებისა და დაჭაობებული ადგილების დამუშავება. პესტიციდების დიდი ნაწილი გამოუყენებელი დარჩა და ღია ცის ქვეშ აღმოჩნდა. საკოლმეურნეო მიწების კერძო მფლობელებისთვის დღემდე გაურკვეველი იყო, თუ სად უნდა წაეღოთ მათ ტერიტორიაზე არსებული ვადაგასული პესტიციდები.

რატომ იხოცებოდა ხალხი პესტიციდების საწყობების სიახლოვეს

ეპიდემიოლოგიური კვლევებით გამოვლენილია ის პათოლოგიები, რაც პესტიციდებით დაბინძურებულ გარემოში მცხოვრებლებს უჩნდებათ: იმუნური და რეპროდუქციული ფუნქციების მოშლა, ალერგიები, ონკოდაავადებები, ბავშვებში - რკინადეფიციტური ანემია, ტუბერკულოზი, სასუნთქი გზების პათოლოგიები, ვირუსული ინფექციები, თანდაყოლილი ანომალიები. პესტიციდების უარყოფითი მოქმედება ორგანიზმზე შეიძლება არ გამოვლინდეს მაშინვე ინტოქსიკაციის სახით და მძიმე შედეგი მოგვიანებით მივიღოთ.

2006-2008 წლებში ჰოლანდიის მთავრობამ საქართველოში, ყირგიზეთსა და მოლდოვაში მნიშვნელოვანი პროექტები დააფინანსა. კახეთის რეგიონში პესტიციდების ინვენტარიზაცია, რომელსაც ჰოლანდიის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Milieukontakt International- ახორციელებდა, FAO- სტანდარტების მიხედვით ჩატარდა.

პროექტში საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, სოფლის მეურნეობისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროები, ასევე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და დაინტერესებული მხარეები ჩაერთვნენ.

ვადაგასული შხამქიმიკატების საწყობის ინვენტარიზაციით, კახეთში არსებული საწყობების უმრავლესობა მაღალი გარემოსდაცვითი რისკის მქონე ობიექტები აღმოჩნდა. საწყობებიდან, უმეტეს შემთხვევაში, კედლების ნაშთები იყო დარჩენილი და ვადაგასული პესტიციდები შეუფუთავად, ღია ცის ქვეშ ეყარა. ასეთ საწყობებში ხორბლის შენახვის ფაქტებიც დაფიქსირდა, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის მაღალ რისკს წარმოადგენდა.

ხათუნა ახალაია, ორგანიზაცია Milieukontakt International-ის წარმომადგენელი საქართველოში: "მუშაობა ადგილობრივი მოსახლეობის მორალური და ფიზიკური მხარდაჭერით მიმდინარეობდა. ინვენტარიზაციამ მოსალოდნელზე მეტი ტოქსიკური ნივთიერებები გამოავლინა. ქვემო ალვანის მოსახლეობის განცხადებით, საწყობების მოპირდაპირედ მეხანძრეთა საგუშაგო იყო და ძალიან მცირე დროის განმავლობაში იქაური 2 დარაჯი ერთმანეთის მიყოლებით გარდაიცვალა. პესტიციდების მავნე ზეგავლენით მოსახლეობა საქონლის დახოცვის ხშირი შემთხვევებსა და ონკოლოგიური დაავადების ლოკალიზაციასაც ხსნიდა”.

ქიმიკატების ზემოქმედებასთან დაკავშირებული ანომალიები საქონელს ყვარელშიც აღმოაჩნდა, სადაც ძროხებს ცური არაბუნებრივად ჰქონდათ განვითარებული.

პროექტი 205 ტონა ვადაგასული პესტიციდების ამოღებას ითვალისწინებდა, მაგრამ ადგილობრივმა სამუშაო ჯგუფმა, რომელმაც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გადამზადება გაიარა, 222 ტონა ვადაგასული პესტიციდი ამოიღო. მუშაობის პროცესში განსაკუთრებული აქცენტი სამუშაო უსაფრთხოების ზომებზე გაკეთდა.

პროექტში მონაწილე ექსპერტების განცხადებით, ამჟამად მნიშვნელოვანია დროებით საცავში განთავსებული პესტიციდების დროული უტილიზაცია. ამისთვის ეფექტური ტექნოლოგიების შერჩევა ძირითადად საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული რეკომენდაციებით მოხდება. დღემდე შემოთავაზებული ტექნოლოგიებიდან საუკეთესო იაპონური მეთოდია, რომელიც აქამდე ცნობილ მეთოდებთან შედარებით 2-ჯერ იაფია და ეკოლოგიურადაც უფრო სუფთა ტექნოლოგიად ითვლება.

Milieukontakt International- პრობლემის მოგვარებაზე მუშაობას საქართველოს სხვა რეგიონებშიც გეგმავს. პროგრამაში მონაწილეობაზე დაინტერესება სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმაც (UNDP, WB, UNEP, FAO) გამოხატეს. თუმცა, პრობლემის საბოლოოდ გადასაწყვეტად ქვეყანამ ისტორიული დაბინძურების კერების რეაბილიტაცია პრიორიტეტულ საკითხთა სიაში უნდა შეიტანოს, "მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებსტოკჰოლმის კონვენციის შესაბამისად ეროვნული სამოქმედო გეგმა დაამტკიცოს და მისი ეტაპობრივი განხორციელება დაიწყოს.

"თუ გავითვალისწინებთ, რომ ტოქსიკური ნარჩენები პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე, ხელს უშლის ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრებას და საქართველოსთვის პრიორიტეტული ისეთი დარგების განვითარებას, როგორიც სოფლის მეურნეობა და ტურიზმია, ხელისუფლებამ ეს საკითხი უახლოეს მომავალში უნდა გადაწყვიტოს,” - აცხადებს ხათუნა ახალაია.

© „24 საათი“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული