Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ისპანახისა და როკფორის ტარტალეტები

საჭირო მასალა: 250 გ მოწალული ისპანახი, 125 გ კარაქი, 250 გ ფქვილი, მწიკვი მარილი, 4 კვერცხი, 100 გ ყველი როკფორი, 150 გ არაჟანი, 150 მლ რძე, მწიკვი პილპილი, 16  ცალი პამიდორი ჩერი, 40 გ კედრის თესლი, ცხიმი ფორმებისათვის.

მომზადება: კარაქი კუბებად დავჭრათ, დავაყაროთ ფქვილი, მარილი, დავახალოთ კვერცხი და მოვზილოთ ცომი. გავახვიოთ ცელოფანში და 20 წუთით მაცივარში მოვათავსოთ. როკფორი პატარა ნაჭრებად დავჭრათ. არაჟანი, კვერცხი და რძე მსუბუქად გავთქვიფოთ, დავაყაროთ მარილი და პილპილი. ავურიოთ გაწურული ისპანახი და დაჭრილი ყველი. ცომი გავაბრტყელოთ, ამოვჭრათ წრეები, მოვათავსოთ საშუალო ზომის ტარტალეტის ფორმებში. ცომზე მოვათავსოთ გულსართი, ზედ გადავანაწილოთ შუა-შუა გაჭრილი პამიდვრები და 40 წუთის განმავლობაში 170-180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში ვაცხოთ. მზა ტარტალეტებს მოვაყაროთ მოხალული კედრის თესლი.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული