Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“ანაპეა” - მცირე მარნების ანთოლოგია (90)

- როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?​

- ანაპეას ისტორია 2014 წლიდან იწყება, როდესაც მე და ჩემმა მეუღლემ გადავწვიტეთ ვენახის გაშენება და მარნის აშენება კახეთში, კერძოდ ყვარლის რაიონში. პროექტის იდეა ეკო სისტემის შექმნასა და ბუნებრივი ღვინის დაყენებაში მდგომარეობდა. დავიწყეთ კახური სოფლის მშენებლობა, თავისი ვენახით, მარნით და საცხოვრებელი სახლებით სტუმრებისთვის. ჩვენი ეკო სოფელი ანაპეა მიიღებს სტუმრებს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ ექნებათ შესაძლებლობა იცხოვრონ ნამდვილ სოფელში, ნახონ ღვინის დაყენების პროცესი, დაესწრონ სხვადასხვა ფესტივალს, კულტურულ ღონისძიებებეს, ღვინის დღეებს, მუსიკის დღეებს და ა.შ.  

- ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

- პირველი, რითიც დავიწყეთ მიწაზე ზრუნვა მისი აღდგენა და გამდიდრება იყო. ჩვენ შევისწავლენ ბიო ჰუმუსის წარმოება და გავაკეთეთ ჩვენი პატარა საწარმო, რომელიც ვითარდება და იზრდება. მხოლოდ ამის შემდეგ გავაშენეთ ვენახი, სადაც მხოლოდ კახური ენდემური ჯიშები გვაქვს, როგორებიცაა: ქისი, ხიხვი, მწვანე, კახური მცვივანი, ვარდისფერი რქაწითელი, საფერავი, რქაწითელი, ჩვენი მეორე მიმართულება, რომლითაც ძალიან ვამაყოფთ საკოლექციო, იშვიათი, დაკარგული ჯიშების აღდგენა გაშენებაა, როგორებიცაა: ღრუბელა, ბუერა, იყალთოს წითელი, გრძელმტევანა, ჟღია საგვიანო, ჩიტისთვალა ბოდბური, კურკენა, წყობილა, ოქროულა, სირგულა, საფენა...34 მდე იშვიათი ჯიში, რომლებსაც განსაკუთრებულად ვუვლით და ვაკვირდებით, ვაყენებთ ღვინოებს და ვსინჯავთ, სამომავლო გეგმებში გვაქვს მათი უფრო ფართოდ გაშენება.

- რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

- ანაპეას ფილოსოფია ბუნებრივი ღვინის წარმოებაა, რომელიც მხოლოდ ქვევრში ყენდება და ქვევრებში ძველდება. საფერმენტაციო და დასაძველებელი მარანში ქვევრების ზომები, ფორმები განსხვავდება, მარნების მდებარეობაც განსხვავებულია, საფერმენტაციო მარნისგან განსხვავებით, დასაძველებელი მარანი ღრმად მიწაში - 6 მეტრზე გვაქვს, სადაც ღვინოები გაზაფხულიდან იწყებენ დაღვინების პროცესის გაგრძელებას, მას შემდეგ რაც ჭაჭიდან მოვხსნით და დასაძველებელ მარანში გადავიტანთ მინიმუმ 1,5-2 წლით. ჩვენი დაკვირვებით ბუნებრივ ღვინოებს განვითარების ულევი საშუალება და პოტენციალი აქვთ. მათი ნამდვილობიდან გამომდინარე, ისინი არასდროს წყვეტენ განვითარებას, ისევე როგორც ადამიანი, ისინიც იზრდებიან, იცვლებიან და ვითარდებიან, ზოგი, რათქმა უნდა, უფრო ჭკვიანი აღმოჩნდება, ზოგი რაღაც ასაკის მერე აჩერებს განვითარებას. ეს მუდმივი პროცესია, უწყვეტი, ცოცხალი და ძალიან საინტერესო. ყველა ღვინოს, ყველა ქვევრში თავისი ხასიათი აქვს, ყოველ წელს ისინი განსხვავებულები არიან, არცერერთი მოსავალი ერთმანეთს არ ჰგავს, რაც რათქმა უნდა ბუნებრიობის ერთერთი მთავარი ხაზია.


- გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

- საქართველოში რამოდენიმე ობიექტთან ვთანამშროლობთ, რომლებიც პატივს სცემენ, აინტერესებთ, იცნობენ და პოტენციალს ხედავენ ბუნებრივ ღვინოებში. ჩვენ საზღვრებს გარეთაც ვესწრებით, მონაწილოებას ვიღებთ სხვადასხვა გამოფენაში და ჩემდა სამწუხაროდ, მაგალითად ამერიკაში, ინგლისში, საფრანგეთში ბევრად უფრო დიდ ინტერესს იჩენენ ბუნებრივი ღვინის მიმართ, ვიდრე ამას საქართველოს ბაზარზე ვგრძნობთ. ამიტომ, ჩვენი მეგობარი ბარ-რესტორნები ჩვენთვის გამორჩეული ადგილებია, სადაც ჩვენ თვითონაც ძალიან გვიყვარს სტუმრობა და მათთან საუბარი. პირველი, სადაც ანაპეას ღვინო შევიტანეთ, რესტორანი „შავი ლომი“ იყო, დღემდე აქტიურად ვმეგობრობთ და ვთანამშრომლობთ, ასევე “ზერო ვაინ” ბარი, სადაც ჩვენი იშვიათ ჯიშებისგან დაყენებული ღივნოების გასინჯვაც შეგიძლიათ, „ღვინის ვაჭრები“ - ახალი, აქტიური, ენერგიული, ხალისიანი ღვინის ბარია თბილისის ძველ უბანში სადაც შეგიძლიათ ჩვენს ღვინოებთან ერთად გემრიელი საკვებიც მიირთვათ, “ჭაჭა თაიმსი“, რომთანაც ასევე ვმეგობრობთ და ვთანამშრომლობთ, ადგილია სადაც აფასებენ, იციან და უყვართ ბუნებრივი ღვინო, კაფე “სატაცური”, სადაც ორგანული პროდუქტი და ღვინოა..

- გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

- ანაპეას ღვინო გადის ამერიკის სამ შტატში, დანიაში, გერმანიაში, იაპონიაში, კანადაში, ჩინეთში. ჩემი საოცნებო ბაზარი საფრანგეთია, ახლა პარიზში “რო ვაინის” გამოფენაზე დასასწრებად ვარ ჩამოსული და იმედი მაქვს ოცნებას ავიხდენ და ანაპეას ღვინოები საფრანგეთის ქალაქებშიც იქნება ხელმისაწვდომი

-  გაიხსენეთ უცხოურ ბაზარზე ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება. რომელი ქვეყნის ბაზარზე გაყიდულა/იყიდება თქვენი პროდუქცია?

- პირველი ბაზარი ამერიკა იყო, სადაც ჩვენი პირველი მოსავალი 2017 წლის ღვინოები გავიტანეთ, “რო ვაინის” ნიუ იორკის გამოფენაზე  და პირველივე ცდაზე წარმატებით დაგვირგვინდა ჩვენი ღვინოები ნიუ იორკის, ნიუ ჯერსის ნატურალური ბარების, რესტორნების გამორჩეულ დახლებზე აღმოჩნდა და დღემდე წარმატებით იყიდება. ნელნელა სხვა ბაზრებიც დაგვემტა და ვაგრძელებთ მეტი და მეტი ქვეყანა მოვიცვათ, რათქმა უნდა ამ ქვეყნებში არ იგულისხმება და არასოდეს არ იგულისხმებოდა რუსეთი!

- რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

- სირთულე, რა თქმა უნდა, სხვადასხვა მიმართულებით შეგხვდა, როგორც მარნის მშენებლობის, ნერგების მოძიების, მიწის თავდაპირველი სამუშაოების ჩატარების, მუშა ხელის მოძიების თვალსაზრისით დღემდე პრობლემა გვაქვს. ყველაზე რთული, რაც ახლა მახსენდება, ალბათ მაინც ისევ ბუნებრივ ღვინის ფილოსოფიის და ვენახის ორგანული წესით მოვლის წესების გაზიარებას და ადამიანების დარწმუნებას შეეხებოდა, რომლებიც სკეპტიკურად უყურებდნენ მთელ ჩვენს პროექტს და ამაში ბევრი დრო დაგვეხარჯა, ცოდნის გადაცემა, დარწმუნება და შემდეგ უკვე სამუშაოებში დახმარებაზე დათანხმება უწყვეტი, ხანგრძლივი პროცესია. კარგი იქნება, თუ უფრო მეტად აქტიურად მოხდება ღვინის რეგიონებში ორგანული, ნატურალური, ბიოდინამიური  წარმოების ფილოსოფიის გაცნობა, გადაცემა და შემდეგ უკვე კონტროლი. კიდევ ბევრი პრობლემაა რაზეც საუბარია საჭირო, მაგრამ, ვფიქრობ, ძალიან გაგვიგრძელდება.
- თქვენი აზრით. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

- თანამედროვე ქართული ღვინო უძველესი პროდუქტია, რომელსაც განვითარება და სწორად წარმოჩენა სჭირდება. პირველ რიგში ადგილობრივი ბაზრის განვითარებაა საჭირო, რაც მეტ განათლებას, სიახლეების გაცნობას, ექსპერიმენტებს, გულისხმობს და ძალიან გვიხარია ის, რომ ბევრი ახალგაზრდა დაინტერესდა ღვინის წარმოებით და განსაკუთრებით ბუნებრივი ღვინით, რაც ამ მიმართულებას მეტ ენერგიას და წინსვლას მოუტანს. ჩემი აზრით ქართული ღვინის მომავალი ბუნებრივ ღვინოშია, ეს ის პროიდუქტია, რომელიც მსოფლიო ბაზარზე უდიდესი წარმატებით საგებლობს და დაინტერესება მხოლოდ იზრდება.

- რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?

- ცოტა მეუხერხულება რჩევის ვინმესთვის მიცემა, რადგან ჩვენ თვითონაც მუდმივ სწავლის პროცესში ვართ, მაგრამ შემიძლია უფრო გამამხნევებელი რჩევა მივცე, რადგან ვიცი რამდენად რთულია დასაწყისი ეტაპი, უამრავი პრობლემა იჩენს თავს, როცა წარმოდგენები ღვინის დაყენებაზე, ვენახის მოვლაზე და ზოგადად ამ სფეროზე უფრო რომანტიულია ვიდრე რეალური, აქედან გამომდინარე ბევრ სირთულეს ვეჯახებით პირველივე ნაბიჯებზე. ძალიან შრომატევადი, ხანგრძლივი, რთული, მძიმე საქმიანობაა, თუმცა როცა გჯერა და დარმწუნებული ხარ იმაში, რასაც აკეთებ ეს სირთულეები საინტერესო, სასიამოვნოდ დატვირთულ, აზარტულ ემოციებში გადაიზრდება და აუცილებლად ყველაფერი გამოვა. არ შეგეშინდეთ ექსპერიმენტების, ბუნებრიობა და ნატურალობის იდეა სწორედ განსხვავებულობაში და გამორჩეულობაშია.

მარნის მისამართი: ყვარლის რაიონი, სოფელი თხილისწყარო
ტელეფონი: 577500102
ელფოსტა: khatia@anapea.ge
ვებ/ფეისბუკ გვერდი: ანაპეა.Anapea

©ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული