Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

როგორ არჩევენ ღვინოს დეკანტერის საერთაშორისო კონკურსისთვის - ინტერვიუ ნიქილ აგარვალთან

დეკანტერის წლევანდელი ღვინის კონკურსის ერთ-ერთი ჟიურის წევრი ნიქილ აგარვალია, ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების ექსპერტი. ინტერვიუში ის კონკურსზე, ზოგადად ღვინოზე, სომელიეს გამოცდილებასა და მოგზაურობაზე საუბრობს.

- რას იტყოდით დეკანტერის ღვინის მსოფლიო კონკურსზე?

- მე დეკანტერის აზიის დაჯილდოების ჟიურის წევრი რამდენიმე წლის განმავლობაში ვიყავი, რაც ჰონგ-კონგში ტარდებოდა ხოლმე. თავად ეს ქალაქი არაჩვეულებრივია. აქ ჩემს ისეთ მეგობრებს ვხვდებოდი, რომლებსაც ღვინოსთან დაკავშირებული დიდი გამოცდილება აქვთ და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ჩამოდიოდნენ. ამით ვიგებდი სხვადასხვა ქვეყანაში როგორია ღვინისადმი დამოკიდებულება და მათი კულტურის შესახებ ბევრს ვსწავლობდი. ბრმა დეგუსტაციებზე დღეში 80 ღვინოს ვსინჯავდით, თითოეულის შემთხვევაში სტილზე, კატეგორიასა და ვაზის ჯიშზე ვაკეთებდით აქცენტს, ასევე რეგიონისა თუ ქვეყნის გამოცდილებაზე. ეს თავისთავად ცოდნის მიღების პროცესია.

- ღვინის შეფასებისას, ყველაზე დიდ ყურადღებას რას აქცევთ?

- ღვინო უნდა ასახავდეს ყურძნის ჯიშს და რეგიონს, საიდანაც ის მოდის. მნიშვნელოვანია იყოს დაბალანსებული და ყველა ელემენტი ჰარმონიულად ერწყმოდეს ერთმანეთს. ღვინო უნდა იყოს სასიამოვნო, გემრიელი, დამაფიქრებელი, ჰედონისტური და ასევე შეიძლება იყოს უბრალოდ კარგად დაყენებულიც. ღვინისთვის მინიჭებული ქულა მის ხარისხს უნდა ასახავდეს. ისეთი ღვინოები მომწონს, რომლებიც დასახელებულ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებენ.

ღვინის ზოგიერთი ელემენტი სუბიექტურია, მაგალითად, შეესაბამება თუ არა ის თქვენს გემოვნებას. ზოგიერთის შეფასება კი ყველას ერთნაირად შეუძლია. ამიტომ დაგემოვნებისა და ანალიზისას, ორივე ერთად უნდა ხდებოდეს. შეფასების შემდეგ, სადაც ძალიან დიდი სხვაობაა, ჯგუფში თავიდან განვიხილავთ ხოლმე, რათა რაიმე შეთანხმებამდე მივიდეთ.  

- რა ხდება ღვინის კონკურსების შიდა სამზარეულოში?

- როგორც მწერალი, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპერტი და ადამიანი, რომელიც ვაჭრობს ღვინოებითა და ალკოჰოლური სასმელებით, მსოფლიოს ბევრი ადგილიდან მიწვევენ. ვმონაწილეობდი Decanter-ში, ლონდონსა და ჰონგ-კონგში, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო კონკურსი ჰონგ-კონგში, Frankfurt Intl Wine Trophy და Diageo World Class-ში. ყველა შემოთავაზებაზე დათანხმებას დროის სიმცირის გამო ვერ ვახერხებ. ბევრი საქმეა, დაახლოებით 80 ღვინო უნდა დააგემოვნო, ფაქტობრივად მთელი დღე უნდა დათმო. კონცენტრირება, შეფასება, შემდეგ კი ანალიზის დაწერა აუცილებელია. თითოეულ ღვინოს ორჯერ ვაგემოვნებ, რომ დავრწმუნდე არაფერი შემეშალა. ბოლოს კი სხვებთან ერთად ქულები უნდა განიხილო. ეს საკმაოდ შრომატევადი და დამღლელი პროცესია.

- ყველაზე მეტად სად მოგზაურობა გიყვართ?

- ამაზე პასუხის გაცემა ძალიან რთულია! პრაქტიკულად ყველა ღვინის მწარმოებელ რეგიონში მშვენიერი გამოცდილება მივიღე. ავსტრალიის, ესპანეთის, იტალიის, საფრანგეთისა და კალიფორნიის გარდა, სამხრეთ აფრიკამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. აქ საოცარი ღვინოებია, თავად ქვეყანაც ძალიან საინტერესო.

21 წლის ვიყავი ბორდოში პირველად რომ ვიმოგზაურე. დაგვპატიჟეს სადილზე ცნობილ გრანდიოზულ შატოში, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო ღვინოებს აწარმოებს. ცხოვრებაში მსგავსი რამის ნაწილი მანამდე არასოდეს ვყოფილვარ. ოსტატის გვერდით ვიჯექი, რომელმაც ღამე, სადაც დაძველებული და კასრის ღვინოები გავსინჯეთ.

საოცარი თავგადასავალი იყო მიუნხენიდან ვერონაში მოგზაურობა. ბოლოს კი, როდესაც 40 წლის გავხდი, მეუღლესთან ერთად სამხრეთ აფრიკაში ვიმოგზაურე.

- გამორჩეულად საყვარელი ტერუარი თუ გაქვთ?

- ღვინის მწარმოებელი თითქმის ყველა რეგიონი მომწონს, მაგრამ ტოსკანის ღვინოებს გამოვარჩევდი, ასევე, საფრანგეთში ბორდოსა და რონის რეგიონს, განსაკუთრებით მიყვარს კალიფორნიული ღვინოც.  

- როგორია ინდური ღვინისადმი საერთაშორისო დამოკიდებულება?

- ინდური ღვინოები მუდმივად უმჯობესდება. მე ვიტყოდი, რომ ჩვენ ვამზადებთ ღვინოებს, რომლებსაც შეუძლიათ კონკურენცია გარკვეულ ასორტიმენტს გაუწიონ. ინდური საუკეთესოდ მიჩნეული ღვინოები, მართლაც, შთამბეჭდავია. ინდურმა რესტორნებმა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მომხმარებელს ჩვენი ღვინო უნდა შესთავაზონ. ბევრ ქვეყანაში, მათ შორის იაპონიაში, ინდური ღვინო ძალიან დაფასებულია.  

- ყველაზე ძველი რომელი ღვინო დაგილევიათ?

- ყველაზე ძველი, რაც მე გამისინჯავს, 95 წლის ბაროლოა. ასეთი ძველი ღვინის დალევა პრივილეგიაა. ამ დროს სხვა სამყაროსა და დროის კულტურას ეზიარები. ამდენი წლის შემდეგაც კი ღვინის გემო ძალიან ცოცხალი იყო.  

- ახლა რომელ ღვინოს სვამთ ხოლმე?

- ახლა ყოველკვირეულად ვსვამ იტალიურ ღვინოს ვენეტოდან, პროვანსულ მირაბოსა და სამხრეთ აფრიკულ ღვინოს.  

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული