Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

21 ჯილდო - Texsom International Wine Award-ის შედეგები ცნობილია

TEXSOM international Wine Awards ყოველწლიურად იმართება აშშ-ში უკვე 37 წელია. წელს ღვინოებს 40 ჟიურის წევრი აფასებდა, მათთან ერთად კი Texsom Retreat-ის 29 და გუნდის სხვა 75 წევრი იღებდა მონაწილეობას კონკურსის პროცესში. როგორც Texsom Awards-ის გვერდზე ვკითხულობთ, წლევანდელი ჯილდოები კონკურსის ისტორიაში ყველაზე დინამიური იყო. Texsom Awards კონკურსზე ღვინოები ადგილწარმოშობისა და ტიპის მიხედვით ფასდება. „კონურსზე ღვინოების გასინჯვა ჩვენი დიდი პასუხისმგებლობაა. ვინაიდან ჩვენ, პროფესიონალებს, ღვინოსთან სხვადასხვა გზები გვაკავშირებს, გვაქვს შესაძლებლობა შევადაროთ ჩვენი შენიშვნები, პოზიციები ერთმანეთისას. ეს დიდ გამოცდილებასა და მახვილგონივრულობას გულისხმობს, რათა თითოეულ ღვინოს სამართლიანოდ მივაგოთ მისი კუთვნილი ჯილდო“. - აღნიშნავს კონკურსის დიდი ხნის ჟიურის წევრი, QWUS Market Experience-ის დამფუძნებელი, ნორა ფეველუკსი.

ჟიური ოთხ ნაწილად იყოფა. ოთხივე „განყოფილებაში“ არის Texsom Awards-ის წარმომადგენელი, რათა მსჯელობისა და ჩანაწერების პროცესს შეუწყოს ხელი. ღვინოები შეაფასეს ღვინის ექსპერტებმა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების დეგუსტაციის სფეროდან, ოსტატმა სომელიეებმა და სერტიფიცირებულმა ენოლოგებმა.

ღვინოებს ბრინჯაოს, ვერცხლის, ოქროს, პლატინისა და ჟიურის რჩეულის ჯილდოები გადაეცათ. ერთ-ერთი ჟიურის წევრი, მაიკლ მაკკლენონი, მიიჩნევს, რომ კონსესუსის მიღწევის პროცესი დებატებისა და ფილოსოფიის „ნაზავი“ იყო: „ჩვენი რწმენები, მოსაზრებები და შეხედულებები მუდმივად ახალი გამოწვევების წინაშეა. ერთი რამ, რაც თვალშისაცემია, არის ის, რომ ჟიური ყოველთვის ცდილობს საკუთარი თავის მწარმოებლების ადგილზე დაყენებას და მათი ყველა დეტალის გათვალისწინებას“.

მთლიანობაში 1541 ღვინო დააჯილდოვეს. მხოლოდ 70 ღვინოს გადაეცა უმაღლესი, რჩეულის მედალი, 70-ს მიენიჭა პლატინის, 91-ს ოქროს, ხოლო 608-ს ვერცხლის ჯილდო. ბრინჯაო 702-მა ღვინომ დაიმსახურა. მნიშვნელოვანია, რომ საუკეთესო ჯილდოს კატეგორიაში ქართული ღვინოებიც მოხვდა. მთლიანობაში 21-მა ქართულმა ღვინომ მოიპოვა ჯილდო.

უმაღლესი, ჟიურის რჩეული ღვინოებია:

მუკუზანი, 2020, „თბილღვინო“

წინანდალი, 2020, “თბილღვინო“

მწვანე, 2018, “ციხელაშვილის ღვინოები“.

ოქროს მფლობელი ღვინოებია:

მუზა ქვევრი, გოჩას კოლქცია, 2019, „ასკანელი“

მწვაე, განსაკუთრებული მარაგი, 2021, “თბილღვინო“

ქვევრის მწვანე, 2020, “თბილღვინო“

საფერავი, 2021, „თბილღვინო“

მანავი, 2017, „Silk Road Wines“.

ვერცხლი მოიპოვა:

ქვევრის საფერავი, 2019, „ასკანელი“

მუკუზნის საფერავი, 2018, „ასკანელი“

გაუფილტრავი საფერავი, 2019, „ეთნო“

ქისი, 2021, “თბილღვინო“

ქვევრის რქაწითელი, 2020, „თბილღვინო“

ქისი, განსაკუთრებული მარაგი, 2021, „თბილღვინო“

მუკუზანი, 2018, „Silk Road Wines”

ალაზანი, 2018, „Silk Road Wines”

ხიხვი, 2017, Silk Road Wines”.

ბრინჯაოს ჯილდო:

ჩხავერი გაუფლტრავი, 2018, „ბიბინეიშვილების ღვინო“

ქვევრის როზე, 2019, “Silk Road Wines”

საფერავი მშრალი, 2018, “Silk Road Wines”

საფერავი გაუფილტრავი, 2014, Stori”

© ღვინის კლუბი/vinoge.com



კარგია, ე.ი. ყველა ეს ღვინო უკვე ამერიკაშია :) სად შეიძლება მათი შეძენა?


გამარჯობათ, ყველაზე ვერ გეტყვით, მაგრამ რაც ჩვენ შემოგვაქვს Neki selection ბევრგან იყიდება ნიუ იორკსა და ნიუ ჯერსიში. ასევე იყიდება mid-Atlantic states (VA, NC, MD, Washington DC და ორეგონში OR. აქ 4 ღვინოა ნეკისგან: მწვანე, 2018, “ციხელიშვილის ღვინოები“ - უმაღლესი, ჟიურის რჩეული გაუფილტრავი ხაშმის საფერავი, 2019, „ეთნო“ - ვერცხლი ჩხავერი გაუფლტრავი, როზე, 2018, „ბიბინეიშვილების ღვინო“ - ბრინჯაო საფერავი გაუფილტრავი ნაფარეული, 2014, „Stori” - ბრინჯაო

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული