Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რჩეული ღვინის მარნები და ღვინოები The collector-ზე

ეშლი უაითი, ღვინის ენთუზიასტი და მოგზაური the collector-ზე საქართველოში თავისი გამოცდილების შესახებ წერს: “საქართველო მსოფლიოს უძველეს ღვინის მწარმოებლად მიიჩნევა, რაც ქვეყანაში ღვინის ისტორიისა და ტრადიციების გათვალისწინებით უმნიშვნელოვანესი დეტალია, მოგზაურობის დროს ბევრი რამ შევიტყვე და სასიამოვნოა, რომ საინტერესო ღვინოები გავსინჯე ამ დროის განმავლობაში”. ავტორმა საქართველოში ყოფნისას რამდენიმე ღვინის საწარმო მოინახულა, რაც მისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი გამოცდილება აღმოჩნდა.

schuchmann wines: შეჩუმანის ღვინის საწარმო იყო ყველაზე დიდი და კომერციული ადგილი, რომელსაც ავტორი ეწვია. ამ საწარმოში ყოველწლიურად 1.5 მილიონ ბოთლ ღვინოს აწარმოებენ. განთავსებულია რესტორანი, სასტუმრო და სპა. ავტორს განსაკუთრებით მოეწონა ე.წ. ქარვისფერი ღვინო, თუმცა აღიარებს, რომ ევროპული მეთოდით დამზადებული ღვინო უფრო მაღალი ხარისხის იყო. მარნის უნიკალური შუშხუღვინო, რომელიც ევროპულ შამპანურს უტოლდება, ასევე გამოირჩეოდა.  თუმცა, ავტორი აღნიშნავს, რომ უფრო მეტად ის ღვინოები მოეწონა, რომლებიც ევროპული მეთოდით მზადდება: “ქვევრის ღვინო, მიუხედავად დიდი მოლოდინებისა, არ აღმოჩნდა საკმარისად მაღალი სტანდარტების. ამის მიზეზი ის არის, რომ ქვევრის მეთოდი ბევრად რთული სამართავია, რადგან ტემპერატურისა და ფერმენტაციის პროცესის კონტროლი გაცილებით რთულია, ვიდრე ევროპული მეთოდის დროს.” - წერს ეშლი. 

წინანდლის მამული” - წინანდალი ისტორიული მამულია, რომელიც ალექსანდრე ჭავჭავაძის საკუთრება იყო ერთ დრეოს. ჭავჭავაძე იყო პირველი ქართველი, რომელმაც ევროპული მეთოდით ბოთლის ღვინო აწარმოა და ექსპორტზე გაიტანა. ავტორმა პირველად გაიგო ამ მარანში ქართული შუშხუნა ღვინის გემო, რომელსაც უფრო დაბალ კატეგორიად აფასებს, ვიდრე შამპანურს.

შუმის ღვინის საწარმოში” გასინჯა წითელი ღვინო, რომელიც საფერავის ყურძნით მზადდება და ასევე პირველად დააჭაშნიკა ice wine, ანუ ყინულის ღვინო: “ეს საფერავი გამოირჩევა მუქი ფერით, ღრმა არომატებითა და გემოებით, რაც განსაკუთრებულად და გამორჩეულად აქცევს ამ ღვინოს. ყინულის ღვინო, მისი რთველი ყურძნის პირველი ყინვის დროს ხდება, ძალიან მომწონს, თუმცა მისი მაღალი ღირებულების გამო, ბევრი არ შევიძინე” - ვკითხულობთ სტატიაში.

Rostomaant Marani - "ეს იყო ყველაზე განსხვავებული და ავთენტური გამოცდილება. მარნის მფლობელმა სტუმრებს პირდაპირ ქვევრიდან გაგვასინჯა ღვინო სხვადასხვა ფერმენტაციის ეტაპზე. ამ საწარმოში მე და ჩემი მეგობრები რამდენიმე საათის განმავლობაში ვიყავით და მეღვინის სტუმართმოყვარეობა ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება იყო საქართველოში."

ავტორი საქართველოს ღვინის მარნებისა და ღვინოების გასინჯვისას აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ღვინოები არ იყო საუკეთესო, მთლიანად მოგზაურობა უნიკალური და საინტერესო აღმოჩნდა: “ჩემი რჩეულია შუმის ღვინის საწარმოს წითელი საფერავი, რაც აჩვენებს, რომ ქართულ ღვინოს მყარი ადგილი უნდა ჰქონდეს მსოფლიოს ღვინის ბაზარზე.” - ვკითხულობთ სტატიის დასასრულს, რომელსაც the collector-ზე გაეცნობით. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული