Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული საუკეთესო ღვინოები Falstaff-ის ობიექტივიდან

Falstaff გერმანულენოვან ქვეყნებში წამყვანი ღვინის ჟურნალია, რომელიც ღვინისა მოყვარულებსა და გურმანებს სხვადასხვა საინტერესო ინფორმაციას უზიარებს, გასულ კვირას ჟურნალის ავტორებმა ქართული რჩეული ღვინოები შეარჩიეს. პირველ რიგში იმას აღნიშნავენ, რომ ნატურალური და ქარვისფერი ღვინოების ტალღა, რომელმაც მთელი ღვინის ინდუსტრია მოიცვა, ქართველი მეღვინეებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ხელსაყრელია. 

საუბრობენ ქართული ღვინის ექსპორტზეც. სსრკ-ში ყოფნის პერიოდში აქ გაშენებული ვენახების ფართობი 125 000 ჰექტარი იყო, პროდუქციის დაახლოებით 3/4 კი რუსეთში იგზავნებოდა. დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და რუსეთის ემბარგოს შემდეგ კი კულტივირებული ფართობი 55 000 ჰექტარს უდრიდა, ღვინო კი ორ მილიონ ჰექტოლიტრამდე იწარმოებოდა. დღევანდელი 1600 რეგისტრირებულისაწარმოდან 350-მდე კომპანია დაახლოებით 100 მლნ. ბოთლს 53 ქვეყანაში აგზავნის. ავტორი მის რჩეულ ქართულ ვაზის ჯიშებზეც საუბრობს: “თეთრყურძნიანი ჯიში ქისი გავრცელებულია ახმეტის, ყვარლის და თელავის ღვინის ზონებში. ხასიათდება ხილისა და ციტრუსების არომატები, ქვევრში დავარგებულ ქისში ამოიცნობთ ყვითელი ტროპიკული ხილს, გარგარს, მსხალსა და თხილის ნოტებს. მისი ხასიათი საკმაოდ თავშეკავებულია, მჟავიანობა - ფრთხილი, არის გრძელი დაბოლების მქონე ღვინო. ხიხვი კი ძირითადად გავრცელებულია კახეთში, მაგრამ გვხვდება ქართლშიც, თბილისის ირგვლივაც კი. გამოირჩევა ყვითელი ხილისა და ყვავილოვანი ნოტებით, ქვევრში  ავითარებს სხვადსხვა ჩირის არომატსაც. ჩემთვის აქვს ძალიან ხაზგასმული მინერალურობა და ხავერდოვნობა”. 

ახლა კი Falstaff-ის რჩეულ 15 ღვინოს გაგაცნობთ:

"ბადაგონი", ალავერდის ტრადიცია, 2015 - ღვინო შეფასებულია, როგორც ძალიან ხავერდოვანი, მრავალხმრივი და კომპლექსური. მუქი ლალისფერი შეფერილობის საფერავს მწიფე, ტკბილი ველური კენკრის, ალუბლის, დაშაქრული ფორთოხლის ცედრისა და ნუგას არომატები აქვს. ახასიათებს აბრეშუმისებრი ტანინები, მინერანული ნოტები და ხანგრძლივი დაბოლოება.

როსტომის მარანი”, ქვევრის რქაწითელი, 2022 - მსუბუქი მუქ ქარვისფერ ღვინოში ძალიან კარგად ჩანს დელიკატური კაკლის, ახალი მსხლის, მანგოსა და ცოტაოდენი ნუგას სურნელება. დაბოლოებისას იგრძნობთ ფორთოხლის ცედრას, ლიმონის ნოტებსა და მინერალებს. ეს ღვინო ძალიან უხდება მოხარშულ ფრინველს, თევზსა და სალათებს. 

მწვანე ისთეითი”, პეტნატი, ჩინური-გორული მწვანე, 2022 - “ღია ოქროსფერი, ძალიან დახვეწილი ღვინოა. იგრძნობთ სასიამოვნო თეთრი ატმის, მანგოს, ანანასის, ჟასმინისა და ცაცხვის ბუკეტს. გემოზე კი ძალიან მინერალურია, ყვითელი ვაშლი იგრძნობა, ასევე მწვანილები და შედარებით მსუბუქი დაბოლოება. მთლიანობაში ძალიან გემრიელი და სასიამოვნოდ დასალევი ღვინოა” - ახასიათებენ ვებგვერდზე

ლელაძის მეღვინეობა”, ალადასტური - ოცხანური საფერე, 2022 - ღვინოს მკვეთრი ბროწეულისა და ლალის მეწამული ფერი აქვს. ახასიათებს წითელი ველური კენკრის, ცოტა მოცხარისა და წითელი ალუბლის არომატები. არის მაღალ მჟავიანი, დაბოლოებისას კი მძაფრად იგრძნობა წითელი მოცხარი. 

შატო მუხრანი”, ბუდეშური საფერავი, 2022 - აქვს მუქი ჟოლოსფერი და ძალიან მკვეთრი სხივი. იგრძნობთ მწიფე ქლიავის, ცოტა ნუგას, დაშაქრული ფორთოხლის ცედრის სურნელებას. ღვინო საშუალოდ ტანინიანია, ძალიან უხდება ხორციან კერძებს.

ორთა”, ჟღია როზე, 2022 - ნათელი, ღია ვარდისფერი ღვია. კენკრის ნიუანსებით, ცაცხვისა და ხმელი ხილის არომატებით. არის ძალიან რბილი სტრუქტურის ზაფხულის მსუბუქი და სასიამოვნო, გამაგრიელებელი ღვინო, რომელიც ძალიან უხდება სალათებსა და მსუბუქ კერძებს.

ნუკრიანი”, რქაწითელი, 2022 - ღია ოქროსფერი შეფერილობის ამ ღვინოში დახვეწილ მსხლის, ლიმონისა და ბალახების არომატებს იგრძნობთ. ასევე ძალიან სასიამოვნო ყვავილოვან ნოტებსაც აღმოაჩენს,რომლებიც საბოლოოდ ღვინოს ძალიან სასიამოვნოდ მისართმევს ხდის. 

ვარდიაშვილის საოჯახო მეღვინეობა”, რქაწითელი ქვევრი ,2021 - მწიფე გარგრის, თაფლის, დაშაქრული ფორთოხლის ცედრისა და მიხაკის არომატებით გამორჩეულ ღვინოს გრძელვადიანი დაბოლოება ახასიათებს. ავტორისთვის ერთ-ერთი რჩეული ღვინოა.

დო რე მი”, ქვევრის კახური მწვანე, 2021 - ღია ქარვისფერი შეფერილობის ეს ღვინო თეთრი ნუგასა და გარგის არომატებით ხასიათდება. იგრძნობთ მინერალებს, მსუბუქი უმამის ნიუანსებსაც. არის ძალიან მრავალმრხივი ღვინო.

Wine Veranda”, რქაწითელი-ქისი ქვევრი, 2021 - ღვინის ნიგვზის ძალიან დახვეწილი ნოტები და კომპლექსური, მიმზიდველი არომატების ბუკეტი აქვს. იგრძობთ მწიფე კომშისა და მანგოს სურნელებს, ასევე მიხაკსა და ლიმონს. დაბოლოებისას კი თაფლს.

ბოლერო და კომპანია”, საბადო ხიხვი ქვევრი, 2021 - ძლიერი, მუქი ქარვისფერი შეფერილობის ღვინო გამოირჩევა პიტნის, ცაცხვისა და ყვავილოვანი არომატებით. ასევე თეთრი ხილისა და ლიმონის ნოტებით, დასასრულს ძალიან მინერალურ გემოებსაც იგრძნობთ.

ავტორის რჩეული ღვინოებია ასევე  “მეღვინეობა ბახტრიონის”,  რქაწითელი, 2021; “ბაბანეულის მარანი”, საფერავი, 2021; “მეღვინეობა ამბრა”, ქვევრის ძელშავი, 2021; “George Grey Winery”, გრეისეული ქვევრი, 2021. სრულ ჩამონათვალს Falstaff-ზე გაეცნობით.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული