Home
ქართული | English
ივლისი 2022
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქვევრის ღვინის საერთაშორი კონკურსი

ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსისთვის ნიმუშების მიღება ხვალ, 20 მაისს, დასრულდება.

ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 2022 წლის ივნისში, საქართველოში ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი უკვე მეექვსედ ჩატარდება.

კონკურსის მიზანი მსოფლიოსთვის საუკეთესო ქვევრის ღვინოების წარდგენა, ქვევრის ღვინის წარმოებისა და მოხმარების ხელშეწყობაა. ასევე, სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლებაა.

კონკურსში მონაწილეობა ქვევრის ღვინის მწარმოებლებს ნებისმიერი ქვეყნიდან შეუძლიათ. კონკურსში მონაწილე შეიძლება იყოს: ღვინის საწარმო, ინდივიდუალური მეღვინე, კოოპერატივი ან მეღვინეთა გაერთიანება.

ნებისმიერმა, ვინც მონაწილეობას გადაწყვეტს, სანიმუშო ღვინოები უნდა წარადგინოს. ამასთან დაკავშირებული ვალდებულებები შემდეგია: ღვინო აუცილებლად ქვევრში უნდა იყოს დაყენებული, ტექნოლოგიის წესების დაცვით. ასევე, ღვინო გასაყიდად ბოთლში უნდა იყოს ჩამოსხმული. წარდგენილი ღვინის მინიმალური ნაშთი 400 ბოთლზე ნაკლები არ უნდა იყოს.

წარდგენილი ბოთლის ეტიკეტი უნდა მოიცავდეს მწარმოებელი კომპანიის სრულ დასახელებას, ღვინის დასახელებას, ჩამოსხმის წელს, ყურძნის ჯიშს/ჯიშებს, რეგიონს/ქვეყანასა და მოცულობას.

ნიმუშების მიღების პერიოდი 16-20 მაისია.

საკონკურსო ნიმუშების გაგზავნის ბოლო ვადა 2022 წლის 20 მაისია.

ნიმუშები, რომლებიც საკონკურსო წესებს არ შეესაბამება, უკან არ გაიგზავნება.

საკონკურსო ნიმუშების ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური გასინჯავს. გასინჯვისას კომპანიის ანონიმურობა დაცული იქნება.

რაც შეეხება ჯილდოს, მისი დამადასტურებელი დიპლომი სარეგისტრაციო ფურცელში აღნიშნულ საკონტაქტო პირს გადაეცემა ან გადაეგზავნება.

დამატებითი ინფორმაცია და დეტალები იხილეთ აქ.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული