Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

პროექტ “ღვინის სოფლის” ფარგლებში გურიისა და სამეგრელოს მარნები ტუროპერატორებმა მოინახულეს

ღვინის კლუბისა“ და USAID-ს პროექტ „ღვინის სოფლის“ ეგიდით 20-21 ივნისს სამეგრელოსა და გურიაში ტუროპერატორების ჯგუფი იმყოფებოდა. ტუროპერატორებმა მოინახულეს 4 ღვინის მარანი,  ესტუმრნენ იმ მარნებს, რომლებიც მთელი წლის მანძილზე ჩართულები იყვნენ პროექტში.  20 ივნისს  ჯგუფი ესტუმრა სამეგრელოში  "თარგამეულის მარანსა”  და "ლაშხიების მარანს".  ხოლო 21 ივნისს გურიაში "მენაბდის მარანს" ;"კომლს" და " შარაშიძის მარანს". 

პროექტ „ღვინის სოფელს“ უკვე მეორე წელია რაც “ღვინის კლუბი” ახორციელებს, ამ პერიოდის განმავლობაში პროექტებში საქართველოს 5 სხვადასხვა რეგიონში მოქმედმა მარნებმა მიიღეს მონაწილეობა.

ნიკა ფარცვანია თარგამეულის მარანი/Targameuli wine cellar-ის დამფუძნებელია. ის სამეგრელოში, მარტვილის რაიონში ცხოვრობს და მისი მთავარი საქმიანობა კოლხური ენდემური ჯიშების აღდგენაა. 
მევენახეობა-მეღვინეობა ნიკასთვის არ არის მხოლოდ საოჯახო ტრადიცია, მისთვის ეს სწორედ ის საქმეა, რომელიც ძალიან უყვარს და თან დიდ ბედნიერებასაც ანიჭებს. მისთვის ეს ის საქმეა, რომელიც ძალიან უყვარს და თან დიდ ბედნიერებასაც ანიჭებს. “თარგამეულის მარანმა” პროექტის ფარგლებში 10-მდე ტურ-ოპერატორს უმასპინძლა  და საკუთარი ტურისტული პროდუქტები გააცნო. ნიკა „ღვინის სოფელში“ ახალი გამოცდილებებისა და ცოდნის მიღების მიზნით ჩაერთო, სადაც ექსპერტებმა მარნის განვითარების მიმართულებით რეკომენდაციები და რჩევები მისცეს. ნიკა ფარცვანია: “სამეგრელო აგროტურიზმისა და ღვინის ტურიზმის განვითარების დონით საქართველოს სხვა რეგიონებს ჩამორჩება. ჩემი “ღვინის სოფელში” მონაწილეობა კი სწორედ იმ მიზანს ემსახურებოდა, თუ როგორ განმევითარებინა მარანი და დამეინტერესებინა ვიზიტორები მეგრული ავთენტური ღვინითა და სხვადასხვა ტურისტული პროდუქტებით”. 

მარნები ტუროპერატორებმა მოინახულეს და ისაუბრეს იმაზე, თუ რამდენად განვითარებული და გამართულია ისინი ტურისტული კუთხით სტუმრების მოსაზიდად. თამუნა კურტანიძე აღნიშნავს, რომ ოთხივე მარნიდან, მეტ ნაკლებად, ყველა მზად არის. ზოგს ცოტა მეტი გამოცდილება აქვს, ზოგს შედარებით ნაკლები, მაგრამ გარკვეული რაოდენობის ჯგუფების მისაღებად ნამდვილად არის მზაობა: “მათ გარკვეული გამოცდილება უკვე გააჩნიათ კიდეც, ის მარნები, რომლებიც ჩვენ ვნახეთ, ყველა რაღაც საფეხურამდე მისულია. რაც შეეხება ისეთ თემებს, როგორიც არის ღვინის დეგუსტაციის სპეციფიკა ან თუნდაც სადილის თემა, ამასთან დაკავშირებით, როგორც წესი, თვითონ ტურისტულ კომპანიებს აქვთ ხოლმე კონკრეტული მოთხოვნები იქიდან გამომდინარე, თუ რა უნდა კლიენტს. გარდა ამისა, ყოველთვის სჯობს პირდაპირი კომუნაცია ტურისტულ კომპანიასთან თუ ტურისტულით შემოდის ჯავშანი, რათა ზუსტად გაითვალისწინონ რჩევა, თხოვნა და მათი კონკრეტული სურვილები.” - აღნიშნავს თამუნა კურტანიძე.

ნათია გაჩეჩილაძე “ღვინის კლუბიდან” პროექტის იდეაზე გვესაუბრება და აღნიშნავს, რომ ასეთი გასვლები ძალიან მნიშვნელოვანია: “დაახლოებით 10-მდე ტუროპერატორთან ერთად ვიყავით 4 მარანში. მთავარი იდეაც იყო ის, რომ ამ ადამიანებს გაეცნოთ მარნები, ენახათ მათი შესაძლებლობები, რათა მომავალში სტუმრებს გამართული ტურები შესთავაზონ მარნებში. მთელი წელი “ღვინის სოფლის” პროექტის განმავლობაში ეს მარნები სწავლობდნენ, ეცნობოდნენ სიახლეებს, უტარდებოდათ თეორიული და პრაქტიკული ტრენინგები. ამ პროექტის მიზანი ის იყო, რომ ტუროპერატორებისთვის ეჩვენებინათ ის ცოდნა და ინფორმაცია, რომელიც მთელი წლის განმავლობაში მიიღეს და შეისწავლეს. ვფიქრობ, მათ სამომავლოდ ყველანაირი რესურსი აქვთ სტუმრების მიღებისა და გამასპინხლების.” 

ღვინის სოფლის” მონაწილეა თეიმურაზ შარაშიძეც “შარაშიძის მარნიდან”, რომელიც სოფელ ბუკისციხეში მდებარეობს და მარნის გარდა სასტუმროსა და მეფუტკრეობასაც მოიცავს. მონაწილე ახალგაზრდა მეღვინეებს ძალიან ხშირად და აქტიურად უზიარებს საკუთარ გამოცდილებას და მათ საჭირო ცოდნის მიღებაში ეხმარება: “ გურული ენდემური ჯიშების გაშენება და აღდგენა ჩემი თავდაპირველი მიზანი იყო. პროექტის ფარგლებში გავიცანი ექსპერტები, რომელთა რეკომენდაციები პროფესიული კუთხით, ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. გარდა ამისა, გურიაში ვუმასპინძლეთ სომელიეებს, რომლებმაც დააგემოვნეს ჩვენი ღვინო და ისიც აღნიშნეს, რომ 80-90% მაღალი ხარისხის ღვინო გვქონდა წარმოდგენილი, რაც ძალიან მახარებს“ - ამბობს თეიმურაზი.  მთლიანობაში “ღვინის სოფელის” მორიგმა პროექტმა ძალიან კარგად და შედეგიანად ჩაიარა. 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებას.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული