Home
ქართული | English
ივლისი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

"კონსერვატორები რთველისთვის სუბსიდიის გამოყოფის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ

 

"კონსერვატორები“ ბიუჯეტიდან სუბსიიდის სახით 100 მილიონი ლარის გამოყოფის მოთხოვნით, კახეთში ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "კონსერვატორმა“ ბიძინა გუჯაბიძემ განუცხადა, ეს თანხა საკმარისი იქნება იმისთვის, რომ გლეხებმა ყურძნის ჩაბარება რეალურ ფასად – 50 თეთრად მაინც შეძლონ.

დეპუტატი კახეთში არსებულ ვითარებას საგანგაშოდ აფასებს და აცხადებს, რომ ვენახის გაჩეხვას გლეხები უკვე მასიურად გეგმავენ.

მისი თქმით, გლეხებს სახლში იმდენი ჭურჭელიც არ აქვთ, რომ ჩაუბარებელი ყურძენი დაწურონ მაინც.

გუჯაბიძე აღნიშნავს, რომ კახეთში კარგად ორგანიზებული მაფია მუშაობს, რაც ღვინის ქარხნებს ყურძნის ძვირად ჩაბარების საშუალებას არ აძლევს, ან ზოგი ქარხანა გეგმავს ყურძნის ჩაბარებას შედარებით ნორმალურ ფასად, თუმცა გლეხებს თანხის გადახდას მომავალი წლის მაისში ჰპირდება.

"ქარხნის მეპატრონეებს ფინანსური პოლიციის შეშვეობით და პროკურატურითაც აშინებენ“ – ამბობს დეპუტატი.

კახეთში წელს ყურძნის 200 ათას ტონამდე მოსავალს ელიან. რქაწითელს და სხვა თეთრ ჯიშებს ქარხნები წელს 18 – 20 თეთრად იბარებენ, საფერავს კი 25-30 თეთრად, თუმცა ყურძნის თვითღირებულება 40 თეთრს აღემატება.

 

ინტერპრესნიუსი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული