Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ნიუ-იორკში ქარვისფერი და საფერავის ღვინოების მასშტაბური დეგუსტაცია გაიმართა

ნიუ-იორკში 18 დეკემბერს საფერავისა და ქარვისფერი ღვინის პირველი გრანდიოზული დეგუსტაცია გაიმართა Chama Mama-ში. ღონისძიებაზე 10 სადეგუსტაციო დახლი იყო, სადაც მეღვინეებმა წარმოადგინეს საფერავისა და ქარვისფერი ღვინის ნიმუშები. ინფორმაცია Yahoo-მ გაავრცელა: “დეგუსტაციაზე საფერავის კაშკაშა ღვინის მრავალფეროვნებას აღმოაჩენთ, რომლებიც უჟანგავი ფოლადის ავზში, მუხის კასრში ან ქვევრშია დავარგებული. იქნება საინტერესო ქარვისფერი ღვინის კომბინაციებიც და ავთენტური, ქართული სამზარეულოს უგემრიელესი კერძები, რომელთან ერთადაც უფრო უკეთ წარმოჩინდება ქართულ ღვინის არომატები, გემური თვისებები და უნიკალურობა” - წერს ავტორი. დეგუსტაციაზე იყვნენ ღვინის ექსპერტები, სომელიეები, ქართველი ღვინის მცოდნეებიც. 

ღონისძიებას ღვინის პროფესიონალები, კომერციული და მედია სექტორის წარმომადგენლები, ჯამში, 200-მდე სტუმარი დაესწრო. მონაწილეებმა ქართული ღვინთან ერთად ქართული კერძებიც დააგემოვნეს, მეღვინეებმა კი სტუმრებს როგორც ქართული ვაზის ჯიშების, ასევე საქართველოსა და ქართული მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და კულტურის შესახებ გააცნეს ინფორმაცია, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცნობადობისა და გაყიდვების ზრდისთვის ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ, ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე.

Saperica, Inc. არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც 2022 წელს, აშშ-შიდაარსდა Saperica- ს მისიაა საფერავისა და სხვა ქართული ვაზის ჯიშების პოპულარიზაცია ქართულ გასტრონომიასთან და კულტურასთან ერთად Finger Lakes-ში, ნიუ-იორკსა და მთელს აშშ-ში, რეგიონებს შორის საგანმანათლებლო სემინარებისა და გაცვლითი პროგრამების ორგანიზებითა და ხელშეწყობა ღვინისა და კულინარიის პროფესიონალებისა და ენთუზიასტებისთვის.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული