Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მალე, „ქართული ღვინის გზამკვლევი“ 2013

სალომე აფხაზიშვილი

მეღვინეობა–მევენახეობის დარგში 2012 წელს განხორციელებულმა ყველა მნიშვნელოვანმა ღონისძიებამ უკვე ჩაიარა – დაიკრიფა და დაიწურა ყურძენი, მოეწყო ღვინის ფესტივალები, გამოფენები და ღვინის პოპულარიზაციის მხარდამჭერი სხვადასხვა სახის ღონისძიეაბა. ქართული ღვინის კულტურა რამდენიმე საერთაშორისო ფესტივალსა და ფორუმზეც წარმოჩინდა და ძირითად შემთხვევებში, დადებითი შეფასებები მიიღო, ნაციონალურ და უცხოურ ბაზრებზე ახალი ქართული ღვინოები გამოჩნდა, გააქტიურდნენ მცირე და საოჯახო მარნები, ამავე დროს გამოვლინდა პრობლემებიც და დაიწყო დიდი ხნის მოუგვარებელი პრობლემების გადაჭრის გზების ძიება. აღნიშნული მოვლენები ახლა, უკვე გაანალიზებასა და მომავლი წლისთვის გონივურულ დაგეგმვას საჭიროებს, რეალური მონაწილეობა და ინიციატივების მხარდაჭერა მეღვინეობა–მევნახეობის ყველა სახელმწიფო და კერძო უწყებაში ახალი ძალებით უნდა დაიწყოს. ამისათვის კი საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილების გაზიარების, კერძო კონსულტაციებისა და სხვადახვა ფორმალური ღონისძიების გარდა, სფეროს ორგანიზებული გზამკვლევია საჭირო, რომელიც საქმიან და არაოფიციალურ ურთიერთობებში, პირველ რიგში დარგის სპეციალისტების და ასევე რიგითი ქართველების სამაგიდო წიგნი გახდება.

ამ წიგნის პირველი გამოცემა შარშან გამოვიდა და მან ქართული მეღვინეობის ისტორიასთან, ღვინის რეგიონების დახასიათებასთან, წლის ღვინოებთან და სარეკომენდაციო ხასიათის ბევრ საინტერესო რუბრიკასთან ერთად, მკითხველს ღვინის კულტურის ვრცელი მიმოხილვები შესთავაზა. გამოცემა შ.პ.ს „მედიაჰაუს დეკომის“ კიდევ ერთი პროდუქტია, რომელიც რამდენიმე ცნობილ ბეჭდურ გამოცემას,  ჟურნალებს – „ცხელ შოკოლადსა“ და „ლიბერალს“  გამოსცემს. ღვინის სფეროში ერთადერთი სრულყოფილი და კვალიფიციური ნაშრომის – „ქართული ღვინის გზამკვლევის“ ახალი, 2013 წლის გამოცემას ღვინის თემით დაინტერესებული მკითხველი, მომავალი წლის დასაწყისში იხილავს. წიგნის მზადების პროცესი უკვე დასასრულს უახლოვდება. გამოცემის ავტორი მალხაზ ხარბედია სწორედ იმ სიახლეებზე გვესაუბრება, რომელსაც მკითხველი „ღვინის გზამკვლევის“ ახალ გამოცემაში იხილავს:

„წლევანდელი ღვინის გზამკვლევი გაცილებით უფრო შევსებული იქნება, ვიდრე წინა წლის გზამკვლევი. მაგალითად, წელს ღვინის რეგიონებს მესხეთის რეგიონი დაემატება და მასზე უფრო ვრცელი ინფორმაცია იქნება. ცენტრალური რუბრიკა ღვინის ტურისტული რეგიონების დეტალურ მიმოხილვას დაეთმობა. საუბარია დაახლოებით 70–მდე ღვინის კერაზე, რომელიც დეტალურად იქნება აღწერილი მისამართებით და საკონტაქტო ინფორმაციით. ეს უკვე საფუძველი იქნება იმისთვის, რომ უცხოელმა და ქართველმა მოგზაურებმა ღვინის ტურები სწორედ საქართველოში დაგეგმონ“.

ღვინის ტურისტულ მარშრუტს ღვინის რუკაც შემოგთავაზებთ, რომელიც გზამკვლევის ახალ გამოცემაში განთავსდება. მასზე საქართველოში ღვინის ყველა ცნობილი რეგიონი, ადგილწარმოშობის დასახელება, ტურისტული მარშრუტი  და ობიექტი დაიტანება. ინფორმაცია ამ მარშრუტების შესახებ, თავად გამოცემის ავტორმა საქართველოს ღვინის რეგიონებში მოგზაურობების შედეგად შეაგროვა და თავი „ღვინის გზამკვლევის“ ახალ გამოცემაში მოუყარა.

აღსანიშნავია, რომ „ქართული ღვინის გზამკვლევი“ ინგლისურენოვან ტექსტებსაც მოიცავს, რაც წიგნის საერთაშორისო ცნობადობის ამაღლებას უწყობს ხელს. წიგნის მიზანიც სწორედ ესაა – ქართული მეღვინეობის თემაზე მუშაობისას, „ღვინის გზამკვლევი“ ყველა მნიშვნელოვანი უცხოური გამოცემის რედაქტორებისა და ჟურნალისტების პირველად წყაროდ უნდა იქცეს, რაც ქართული მეღვინეობის შესახებ კომპეტენტური და სანდო ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს.  წიგნისადმი, უცხოელი მეღვინეებისა და ღვინის მწერლების ინტერესი პირველი გამოცემის გავრცელებიდან მალევე გაჩნდა, რაზეც რადიო „ცხელ შოკოლადთან“ გამომცემლობის ბიზნესის განვითარების მენეჯერი რუსუდან ფურცელაძეც საუბრობს:

„წინა წელს მე ამერიკიდან და ინგლისიდან ღვინის პატარა მაღაზიები დამიკავშირდნენ, რომლებსაც ქართული ღვინოც ჰქონდათ თავის მაღაზიებში და „ღვინის გზამკვლევი“ სწორედ თავიანთ მაღაზიებში დასადებად შეიძინეს. წიგნს ასევე ვაგზავნით მსოფლიოს დიდ გამომცემლობებთან, რომლებიც მსგავს გამოცემებს გამოსცემენ და ასევე ღვინის მწერლებთანაც ვაგზავნით“.

2013 წლის ღვინის გზამკვლევი მკითხველს იმ ღვინოების დახასიათებებსაც შესთავაზებს, რომელიც უკვე ბაზარზეა ან მიმდინარე წლის მანძილზე გამოჩნდება ბაზარზე. აღნიშნული დახასიათებები  კომპეტენტური არჩევანის გაკეთების საშუალებას იძლევა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ღვინის კომპანიებს შორის მსხვილ საწარმოებთან ერთად მცირე მარნებიც მოხვდებიან, რაც მათი პროდუქციის პოპულარიზაციასა და წახალისებას უზრუნველყოფს.

„ქართული ღვინის გზამკვლევი“, როგორც განათლებისა და ინფორმაციის მიღების კომპეტენტური საშუალება მნიშვნელობად შეუწყობს ხელს ღვინის ინდუსტრიის განვითარებას საქართველოში, რადგან ის სწორედ ისეთ მნიშვნელოვანი მიმართულებით იმოქმედებს, როგორც ინფორმაცია და მეღვინეების განათლების ამაღლებაა. „მედიაჰაუს დეკომის“ მფლობელი შალვა ჩუბინიძე საკუთარი გამომცემლობის უპირატესობად სწორედ ამ ფაქტორს მიიჩნევს:

„ღვინის გზამკვლევი“ ჩვენ საგამომცემლო საქმეში ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი გახდა, იმიტომ რომ იზრდება ინტერესი ამ სექტორისადმი, ძალიან დიდი აქცენტი სწორედ მეღვინეობაზე კეთდება და მყარდება იმედები, რომ სწორედ მეღვინეობა იქნება ქართული ეკონომიკის განვითარების ფლაგმანი. თუმცა ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ერთიანი, თავმოყრილი ინფორმაცია ქართულ ღვინოზე არ არსებობს, ღვინის სტატუსის მქონე ქვეყანას არ აქვს გამოცემა ღვინის გზამკვლევის სახით. ამიტომ ჩვენი ბიზნესის განვითარებაც სწორედ ამგვარი გამოცემების შექმნას დავუკავშირეთ, რამაც ფინანსურადაც ძალიან გაამართლა“.

„ქართული ღვინის გზამკვლევი“ დედაქალაქის წიგნის მაღაზიებში და ღვინის ბარებში/სახლებში გაიყიდება. ასევე ის ხელმისაწვდომი იქნება ყველა სასტუმროსა და რესტორანში, ასევე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და უცხოეთის ღვინის მაღაზიებში. დაინტერესებულ მკითხველს წიგნის შეძენა საქართველოში 10 ლარად შეეძლება.

© რადიო "ცხელი შოკოლადი"

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული