Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მსოფლიოს გამორჩეული შარდონეები Wine Searcher-ის მიხედვით

შარდონე ფრანგული, თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია, განსაკუთრებითაა გავრცელებული ბურგუნდიასა და შამპანში, თუმცა საფრანგეთის გარდა მოჰყავთ გერმანიაში, ავსტრიასა და უნგრეთში. საქართელოში შარდონე XX საუკუნის დასაწყისში შემოიტანეს, თუმცა მისი ფართო გავრცელება ცოტა მოგვიანებით დაიწყო და გაშენდა ძირითადად მცხეთის, კასპის, გორის, ახალციხისა და ასპინძის ტერიტორიებზე. შარდონე გაშენებულია კახეთშიც.

ხშირად ამბობენ, რომ თუ ადამიანს საუკეთესო შარდონეს გასინჯვა უნდა, აუცილებლად ბურგუნდიული უნდა დააგემოვნოს, თუმცა როგორც Wine Searcher წერს, ღვინის კრიტიკოსები ხშირად ბურგუნდიის “მჩაგვრელი დომინანტური გავლენის” გამო სხვა რეგიონების შარდონეს საკმარისად ვერ აფასებენ: “სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, სია ორ ნაწილად გავყოთ. მკითხველს ცალკე შევთავაზოთ ბურგუნდიული და ცალკე მსოფლიოს სხვა, დანარჩენ რეგიონებში წარმოებული გამორჩეული შარდონეები, რომლებიც ხშირად ბურგუნდიის ჩრდილში ხვდებიან ხოლმე.” - აღნიშნავს ავტორი. 

უნდა ითქვას, რომ შარდონე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვაზის ჯიშია. ის ჩრდილოეთ შვედეთის ცივი კლიმატიდან დაწყებული, მოჰყავთ ცენტრალური ოტაგოს სამხრეთშიც კი: “ამიტომაც, როცა ბურგუნდიას ცოტა ხნით გვერდზე ვწევთ, რეგიონების ძალიან დიდ დიაპაზონში გვიწევს საუკეთესო შარდონეების აღმოჩენა.” - ვკითხულობთ სტატიაში

პირველ ადგილას 956$-ის ღირებულების Kongsgaard The Judge, Napa-ს ვხვდებით, რომელიც 96 ქულითაა შეფასებული. ღია ოქროსფერი შარდონე ხასიათდება ანანასის, ყვითელი ვაშლის, ტყის თაფლისა და ეგზოტიკური ხილის მდიდარი არომატებით, ასევე ყვავილოვანი და მინერალური ნოტებით, რაც მთლიანობაში ძალიან სასიამოვნოდ აქცევს ღვინოს. 

შემდეგია Peter Michael Point Rouge, Sonoma County, რომლის ფასიც 510$-ია. ღვინო ძალიან ელეგანტურია, იგრძნობთ ფორთოხლის ხის ყვავილებისგან დამზადებული ეთერზეთის სურნელს, ასევე თაფლის, მანგოს, ჟასმინის, ნუგასა და თეთრი ვარდის დახვეწილ ნოტებს. ასევე თხილისა და ნუშის არომატებს აღმოაჩენთ.

მესამეზეა Aubert Wines Lauren Vineyard Chardonnay, Sonoma Coast. მას მუხის, კარაქისა და ვანილის არომატები ახასიათებს, ასევე მიწისთხილის, ცვილის, ანანასისა და მარაკუას ნოტები. უხდება ზღვის პროდუქტებისა და თევზის კერძებს. 

Aubert Wines 'CIX' Chardonnay, Sonoma Coast-ს არომატებს ბურგუნდიული ნიუანსები ახასიათებს, Morlet Family Vineyards Coup de Coeur Chardonnay, Sonoma Coast-ს კი ციტრუსის, ეგზოტიკური ყვავილებისა და ფორთოხლის სურნელება აქვს. 

Aubert Wines Eastside Vineyard Chardonnay, Russian River Valley მინერალური არმატებითა და გრძელი დაბოლოებით ხასიათდება, უხდება სუშის, ქათამს, საშიმისა და “პასტას” ზღვის პროდუქტებით.

შეამჩნევდით, რომ ძირითადად ზემოთ ჩამოთვლილი ღვინოები სონომას რეგიონიდან მოდის, რომელიც შარდონეს ნამდვილად გამორჩეული ღვინის მწარმოებელი რეგიონია. როგორც ვკითხულობთ, ღვინის კრიტიკოსები თანდათან უფრო და უფრო აფასებენ სონომაში დაწურულ შარდონეს, რაზეც ბოლო ოთხ წელიწადში მათზე მოთხოვნისა და შეფასების ზრდაც მიუთითებს. ღვინოების სრულ ჩამონათვალს შეგიძლიათ wine searcher-ის გვერდზე გაეცნოთ.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული