Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბრიტანეთის ღვინის ინდუსტრია და მისი მზარდი წარმატება

ბოლო წლებში ბრიტანეთის ღვინის ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი ინვესტიციები ხორციელდება, რასაც ქვეყანა ახალ სიმაღლეებზე აჰყავს. კლიმატის ცვლილების სარგებელიც თანდათან ხელს უწყობს ბრიტანეთის მევენახეობას, თუმცა კითხვა მაინც ისმის: შეძლებს თუ არა ბრიტანეთი რეალური კონკურენციის გაწვას ღვინის მსხვილ რეგიონებთან? - ამის შესახებ Euronews წერს.

WineGB-ის მონაცემების მიხედვით, ბრიტანეთში ღვინის წარმოებისთვის განკუთვნილი მიწების ფართობი ბოლო ათწლეულის განმავლობაში ორმაგად გაიზარდა და ამჟამად დაახლოებით 4000 ჰექტარს შეადგენს. ამასთან, ღვინის საწარმოების რაოდენობა 50 პროცენტით გაიზარდა და 200-ს მიაღწია, ხოლო ვენახების რაოდენობა გაორმაგდა და დაახლოებით 950-ს შეადგენს.

რაოდენობა აქ გადამწყვეტი არ არის. მიუხედავად ასეთი ზრდისა, ბრიტანეთის ღვინის ინდუსტრია ჯერ კიდევ შორსაა ევროპული კონკურენტების მასშტაბებისგან.  თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ ბრიტანულ ღვინოს აქვთ უნარი ხარისხის თვალსაზრისით,რომ კონკურენცია გაუწიოს საუკეთესო ევროპულ ღვინოებს. მაგალითად, Chapel Down, ინგლისის ერთ-ერთი უმსხვილესი ღვინის მწარმოებელი, მრავალი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია. გასულ წელს კომპანიამ 28 ჯილდო მოიპოვა, მათ შორის ოქროს მედლები საერთაშორისო ღვინის კონკურსებსა და Decanter World Wines-ის დაჯილდოებაზე, სადაც 18,000-ზე მეტი ღვინო 57 ქვეყნიდან ფასდება.

Chapel Down-ის აღმასრულებელი დირექტორი, ენდრიუ კარტერი, დარწმუნებულია, რომ ბრიტანეთი საერთაშორისო ღვინის რეგიონის სახელს მოიხვეჭს, რაც მძლავრი ინვესტიციების ხარჯზე განხორციელდება. ლონდონის ფინანსური ცენტრის ინვესტორები, რომლებიც საკმაოდ ფრთხილი გადაწყვეტილებებით არიან ცნობილნი, ბრიტანულ ღვინის წარმოებაში დიდ თანხებს დებენ, რათა ქვეყნის ინდუსტრია ახალ საფეხურზე აიყვანონ.

მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ისეთი ცნობილი ინვესტორები, როგორიცაა ნაიჯელ რეი და ლორდ სპენსერი, რომლებიც Chapel Down-ის მსხვილი წილობრივი მფლობელები არიან. ასევე ლორდ ეშკროფტი, კონსერვატიული პარტიის ყოფილი თავმჯდომარე და მილიარდერი, Gusbourne-ის 66 პროცენტიანი წილის მფლობელია, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული ინგლისური ღვინის მწარმოებელია.

ფინანსური მხარდაჭერა საშუალებას აძლევს ბრიტანულ კომპანიებს, რომ გაფართოვდნენ და ახალი ბაზრებიც აითვისონ. Gusbourne-მა, რომელიც უკვე 93 ჰექტარ ვენახს ფლობს, კიდევ 55 ჰექტარი შეიძინა კენტში მომავალი ვენახებისათვის. ექსპორტი Gusbourne-ის შემოსავლის მეხუთედს შეადგენს, ხოლო გაყიდვები 35 ბაზარზე, მათ შორის სკანდინავიაში, იაპონიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ხორციელდება.

ამ ყველაფრის ფონზე, სამხრეთ ევროპის ტრადიციული ღვინის რეგიონები კლიმატის ცვლილების შედეგად იცვლება, რაც მათი ვენახებისთვის პრობლემას წარმოადგენს. ამის პარალელურად, ბრიტანეთი ასპარეზობას ცდილობს, რათა ღვინის წარმოებაში ევროპულ მსხვილ რეგიონებს კონკურენცია გაუწიოს.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული