Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Villa Maria Sauvignon Blanc, Private Bin 2007 (Marlborough, New Zealand)

ძალზე ხასიათიანი, ძლიერი ღვინოა, ტიპიური ახალზელანდიური სოვინიონ ბლანი. დამზადებულია ე.წ. ცივი ფერმენტაციით, კლერტის გაცლისა და გამოწურვის შემდეგ 6°C-ზე აყოვნებენ 24 საათის განმავლობაში, სანამ დუღილს დაიწყებს. დუღილი 12-14 გრადუსზე მიმდინარეობს. ღვინო მომწვანო-ჩალისფერია, ხასიათდება ძალზე ეფექტური სურნელებით: მანგო, გრეიპფრუტი, ნესვი, ანანასი, ლაიმი, მოცხარის ფოთლები, ეკზოტიკური მცენარეები. გამოირჩევა ხანგრძლივი ფინალით, სასიამოვნო მჟავიანობა კიდევ უფრო მეტ სიცოცხლეს მატებს ღვინოს.

ღვინო კარგია როგორც აპერიტივი, ასევე დამარილებულ საქონლის ხორცთან, კარტოფილთან შემწვარ ხბოს ხორცთან, მაგარ ყველებთან, შემწვარ და მოხარშულ ქათმის ხორცთან, ზღვის ნობათთან (ლობსტერი, ხამანწკები, მიდიები, კრევეტები და სხვ.), სუშისთან, ბოსტნეულის სალათებთან. ეს ახალზელანდიური სოვინიონ ბლანი დესერტადაც გამოდგება, ხილთან.

მალხაზ ხარბედია

© „მარანი“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული