Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საქართველოს ვენახების აღწერა – ახალი ეტაპი

2015 წელს ღვინის ეროვნული სააგენტო გააგრძელებს მასშტაბურ პროექტს - საქართველოს ვენახების უწყებრივი კადასტრი, რომელიც მან 2014 წელს დაიწყო. პროექტი მთლიანად სახელმწიფო დაფინანსებით სრულდება და მის ფარგლებში ორგანიზაცია ინტენსიურად თანამშრომლობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან. 

საქართველოს ვენახების უწყებრივ კადასტრში აისახება სხვა მომიჯნავე მონაცემთა ბაზები, როგორიც არის, მაგალითად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბაზები, საქართველოს ნიადაგების ციფრული რუკა და საქართველოს კლიმატური რუკა, აგრეთვე საკანონმდებლო დოკუმენტები - საქართველოში დარეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების ნორმატიული აქტები და საზღვრები. პროექტი რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. მისი უპირველესი ამოცანაა აზომვით-გეგმარებითი სამუშაოების ჩატარება, შემდგომ კი შესაძლებელი იქნება ვენახების ინვენტარიზაცია, მფლობელების რეგისტრაცია და, სხვ.

2014 წელს, ვენახების უწყებრივი კადასტრის პროექტის ფარგლებში შესაძლებელი გახდა რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში გეგმარებითი სამუშაოების საპილოტე პროექტის განხორციელების დაწყებაც, რომელიც ამჟამადაც მიმდინარეობს. საპილოტე პროექტის ფარგლებში დადგინდა, რომ რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ვენახების სრული ფართობი 572,3 ჰა-ს შეადგენს, ხოლო ნაკვეთების რაოდენობა 5510-ს აღწევს. ვენახების უმეტესობა ამბროლაურის რაიონშია გაშენებული და კერძო მეურნეებს ეკუთვნით, ისევე, როგორც ლეჩხუმში, სადაც ვენახის სრული ფართობი 2871 ნაკვეთის სახით წარმოდგენილ 233.0 ჰა-ს მოიცავს. 

2015 წელს სააგენტო გეგმავს აღნიშნული საპილოტე პროექტის გამოცდილების გათვალისწინებით ანალოგიური კვლევის განხორციელებას კახეთის რეგიონში, სავარაუდოდ, ქინძმარაულის მიკროზონაში.  პროექტი გრძელვადიანია და, სავარაუდოდ, 2019 წლისთვის დასრულდება. ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების სურვილია, რომ საბოლოო პროდუქტი - საქართველოს ვენახების კადასტრი, არამხოლოდ სააგენტოს შიდა წვდომისთვის, არამედ საჯარო მოხმარებისთვის იყოს განკუთვნილი.  

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული