Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

ნედლი ლობიოსა და ლორის პუდინგი


მასალა

800 გრ.  ნედლი ლობიო, 15 ც. თხლად ათლილი ჭრელი ლორი, ხამონ იორკი, 6 ც კვერცხი, 200 მლ. ნაღები, 200 მლ. რძე, ცოტაოდენი მუსკატის კაკალი, ცოტა კარაქი და ორცხობილა ყალიბისთვის.

მწვანე ლობიოს წამოვადუღებთ ცალკე ქვაბში 3 წთ.
 

ლორსაც ცალკე მოვთუთქავთ ორთქლზე... (ან ავიღებთ შაშხს და მხოლოდ ტაფაზე დავბრაწავთ ოდნავ).
 

 

ხამონ იორკსაც შევაწითლებთ ორივე მხრიდან

ავთქვეფთ კვერცხს, ნაღებსა და რძეს. ერთი მთლიანი მასის მიღების შემდეგ ჩავახეხავთ მუსკატის კაკალს, გემოვნების მიხედვით.
 

ყალიბს სიგრძზე ჩავუფენთ ქაღალდს, წავუსვამთ კარაქს და მოვაყრით ორცხობილას.

ყალიბში ჩავასხათ კვერცხის მასა, იმდენი რომ დაიფაროს და სიგრძეზე ჩავაწყოთ ნედლი ლობიო...
 

ასე თანმიმდევრობით მივყვეთ: ლობიო, კვ.მასა, ხამონი ან ლორი, კვ. მასა, ლობიო... ყალიბი შევავსოთ ბოლომდე და მთლიანი ფორმა მოვათავსოთ მეორე, სანახევროდ წყლით გავსებულ ფორმაში.
 

მოვათავსოთ 180 გრ.–ზე გახურებულ ღუმელში და დავტოვოთ 45-50 წთ.

© faustina

არქივი

მაისი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123