Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

აჭარული ხაჭაპური

მოვზილოთ საფუარიანი ცომი. სანამ ცომი კარგად გაფუვდება, მოვამზადოთ ყველის გულსართი. ამისათვის ავიღოთ ახალი ყველი, დავჭყლიტოთ ხელით, ავურიოთ კვერცხი, შეიძლება ახალი ხაჭოც ავურიოთ. მოვჭრათ ცომი, დაახლოებით 200 გრ., გავაბრტყელოთ 2–3 სმ–ს სისქემდე, მივცეთ ოდნავ მოგრძო ფორმა, დავდოთ ყველის გულსართი ისე, რომ ირგვის სამი სანტიმეტრი ცარიელი დარჩეს. შემდეგ გადავაფაროთ ნაპირები ყველის გულსართს და ასეთნაირად მომზადებული დავდოთ თუნუქის ფურცელზე; ნაპირებზე წავუსვათ კვერცხი და შევდგათ აირღუმელში გამოსაცხობად. როდესაც შეწითლდება, ხაჭაპურის შუაგულშ ჩავახაროდ მთლიანი კვერცხი და კიდევ გავაჩეროთ ღუმელში 2–3 წუთი. შემდეგ დავადოთ კარაქის ნაჭერი და ასე ცხელ–ცხელი მივიტანოთ სუფრაზე.

მასალა 1 ხაჭაპურის ცომისთვის:

ფქვილი – 100 გრ.

წყალი (რძე) – 50 გრ.

საფუარი – 2 გრ.

ყველის სატენისთვის:

ყველი (ხაჭოსთან ერთად) – 75 გრ.

კვერცხი – 1–2 ცალი

კარაქი – 20 გრ.

თამარ ლომიძე

 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული