Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ატრია აზიურად

საჭირო მასალა: 19 გ ნედლი ჯანჯაფილი, 0,5 ცალი ცხარე, წითელი წიწაკა, 1 კონა ქინძი, 2 ს.კ. მოხალული, მარილიანი მიწის თხილი, 10 ცალი მოზრდილი, გასუფთავებული კრევეტი, 200 გ ატრია, 3 ს.კ. ზეთი, 1 ს.კ. თხევადი თაფლი, 200 მლ ფორთოხლის ახალგამოწურული წვენი, 1 ს.კ. სოიის სოუსი, მარილი – გემოვნებით.

მომზადება: დიდ ქვაბში ავადუღოთ წყალი. ჯანჯაფილი გავფცქვნათ და გავხეხოთ. 4 ღერი ქინძი და წიწაკა დავკეპოთ. მოხალული მიწის თხილი მსხვილად დავფქვათ. ატრია ჩავყაროთ მდუღარე მარილიან წყალში და შეფუთვაზე მითითებული წესის მიხედვით მოვხარშოთ. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი,  დავაწყოთ კრევეტები და 3 წუთის განმავლობაში შევწვათ. დავუმატოთ მარილი, ჯანჯაფილი, წიწაკა და ქინძი. 1 წუთში დავუმატოთ თაფლი და ფორთოხლის წვენი. როდესაც ადუღდება, დავასხათ სოიის სოუსი და მოვაყაროთ მარილი. მოხარშულ ატრიას ავურიოთ კრევეტები და მოვაყაროთ მიწის თხილი. მოვრთოთ ქინძის ფოთლებით.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული