ღვინო სტიქიის არის საგანი
გალაკტიონ ტაბიძე
2025 წლის 10 მაისს, მთაწმინდა კვლავ ქართული ღვინის კულტურის საზეიმო არეალად იქცა. უკვე ღვინის ყველა პროფესიონალმა თუ მოყვარულმა ადამიანმა იცის, რომ მაისის თვის მეორე შაბათს ახალი ღვინის ფესტივალი იმართება. წელს ფესტივალი მეთქევსმეტედ ჩატარდა და მასში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული 168 მეღვინე მონაწილეობდა.
გარემო, რომელიც ტრადიციის, განახლების, სიხარულისა და მეგობრობის ერთობას ქმნიდა, სტუმრებისთვის განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი აღმოჩნდა, ვინაიდან, ფესტივალზე მოსული ადამიანების ნაკადი საათიდან საათამდე იზრდებოდა.
ფესტივალში მონაწილე მეღვინებმა წარმოადგინეს 2024 წლის ღვინოები, დეგუსტაციის პროცესი კი წარსულისა და თანამედროვეობის ცოცხალ დიალოგად იქცა.
ახალი ღვინის ფესტივალი არ ყოფილა მხოლოდ ღვინის დაგემოვნების საზოგადოებრივი აქტი.
როგორც მეღვინეებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის, ფესტივალი იქცა ისტორიული მეხსიერების, გამოცდილებისა და თვითმყოფადობის გადაკვეთის წერტილად.
ახალი ღვინის ფესტივალი 2025 კი სწორედ საერთო იდეის გარშემო გაერთიანებულ ადამიანებს მასპინძლობდა, რომელთათვისაც ღვინო კულტურულ არტეფაქტად აღიქმებოდა — იდენტობის, შემოქმედებისა და კუთვნილების მატარებელ სასმელად.
ახალი ღვინის ფესტივალი 2025-ის სტუმრები
ტრადიციული საფესტივალო ქვევრი. წელს „კაპიტოს მარნის“ დანახარული ამშვენებდა ქვევრს.
ქვევრის გახსნა — ღვინო დანახარული, მარანი “კაპიტო”
ქვევრის გახსნილის ტრადიციული ნაწილი — მრავალჟამიერი, „მრავალჟამიერ ღმერთმან ინებოს თქვენი სიცოცხლე“
საუკეთესო ღვინოების გათამაშება
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი