Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Taste Atlas-ის ქართული რჩეული ღვინოები

Taste Atlas მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ხორვატიული სამოგზაურო გზამკვლევია, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს, ალკოჰოლური სასმელებისა და კვების კრიტიკოსთა მიმოხილვებს, კვლევით სტატიებსა და რეცეპტებს. ამჯერად კი მკითხველს ყველაზე ცნობილ და გამორჩეულ ქართულ ღვინოებსა და ვაზის ჯიშებს აცნობს. 

თავდაპირველად საუბრობს ქისზე, რომელიც ძირითადად კახეთში მოჰყავთ. იყენებენ კლასიკური მშრალი სტილისა და ტრადიციული ქართული, ქვევრის ღვინოების დასაყენებლად. ყურძენს ხშირად ურევენ რქაწითელსა და მწვანე კახურს: “ითვლება შესანიშნავი პოტენციალის მქონე ადგილობრივ ვაზის ჯიშად. ქისის კლასიკური, მშრალი ღვინოები ძალიან ხალისიანი და “ხრაშუნაა”, არის საშუალოდ სხეულიანი და ციტრუსების, ვაშლის, მსხლის და ატმის არომატები ახასიათებს”. მკითხველს ურჩევენ Georgian Royal Wine-ის, ასევე “Koncho & Co.”-ის ქვევრის ქისსა და Nareklishvili & Son’s -ის 2019 წლის ქისს.

შემდეგია მწვანე კახური, თეთრი საღვინე ყურძნის ჯიში, რომელსაც ხშირად იყენებენ ბლენდებში. მწვანესგან დამზადებული თეთრი მშრალი ღვინოები ასე თუ ისე მსუბუქია, აქვთ ხილის, ყვავილებისა და ციტრუსების არომატები, დაბოლოებაში კი ხშირად იგრძნობთ მცენარეულ და მინერალურ ნოტებს. აქ კი ავტორი რეკომენდაციას უწევს 2018 წლის “კახური მწვანის კოცნას”, ასევე “ჭური ჩინებულის” კრახუნა-მწვანის ნაზავსა და 2019 წლის “კახური ღვინის მარნის” მწვანეს. 

კრახუნა იმერული ვაზის ჯიშია: “ამ ვაზის ჯიშის სახელიც კი კარგად აღწერს მის ხასიათს. კლასიკური მშრალი ღვინოებში  ყვავილებისა და ხილის არომატებს აღმოაჩენთ, იგრძნობთ ბანანისა და გარგრის სასიამოვნო სურნელებასაც” - წერს ავტორი და სამ კრახუნას ღვინოს გამოარჩევს. ესენია Monastery Qvevri Wine-ის, ასევე “ბაიას ღვინის” 2019 წლის და “ვაჩნაძიანის” 2018 წლის კრახუნა.

ციცქა ძველი ქართული ვაზის ჯიშია, როგორც წესი, მისგან მაღალი ხარისხის ღვინოებს აწარმოებენ. ხშირად აყენებენ ცოლიკოურისა და ზოგჯერ კრახუნის ბლენდებს. ციცქას ღვინოებში ხშირად იგრძნობთ ვაშლის, ნესვის, ცაცხვის, ლიმონისა და მწვანე მსხლის არომატებს. შეხვდებით ასევე ქვევრის ციცქებსაც, რომლებიც უფრო მეტად სხეულიანია: “მიირთვით “მეღვინეობა ხარებას” 2004 წლის და “ბაიას ღვინის” 2019 წლის ციცქა. ასევე “ნიკოლაძეების მარნის” ციცქა-ცოლიკოური

ავტორი წერს შავკაპიტოზეც, წითელ საღვინე ყურძნის ჯიშზე, რომელიც ძირითადად ქართლში იწარმოება: “ყურძენი იშვიათად მოჰყავთ, თუმცა ძალიან დიდი პოტენციალით გამოირჩევა. ღვინოები, როგორც წესი, საშუალოდ ტანინიანია, იმის გამო, რომ ყურძენი ტერუარზეა დამოკიდებული, ღვინის ხასიათი ხასიათით განსხვავდება ერთმანეთისგან. შავკაპიტო ავლენს წითელ და მუქი ხილის, კენკრის სურნელებს, ზოგჯერ კი მცენარეულ და კვამლის ნოტებსაც”. გვირჩევენ “შატო მუხრანის”, ასევე “ბარბალეს მარნის” 2019 წლისა და “გურამიშვილის მარნის” 2017 წლის შავკაპიტოს. 

შემდეგ კი თავკვერს განიხილავს, რომელიც ქართლის წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია და განკუთვნილია ღია წითელი ფერის ღვინოების დასაყენებლად. იმის გამო, რომ მას, როგორც წესი, მსუბუქი ხასიათი აქვს, ხშირად “ახალგაზრდასაც” მიირთმევენ: “თავკვერს დასამახსოვრებელი ხილის არომატი აქვს,მასში ალუბლის, ჟოლოს, ქლიავისა და შავი მოცხარის ნოტებს აღმოაჩენთ. ზოგ თავკერში პიკანტურ, მიწის ნოტებსაც იგრძნობთ” - ვკითხულობთ სტატიაში, სადაც ავტორი “გურამიშვილის მარნის”, “შატო მუხრანისა” და “ჭოტიაშვილის მარნის” თავკვერს განსაკუთრებულ რეკომენდაციას უწევს. 

რქაწითლების შემთხვევაში კი ავტორი “ორგოს”, “თბილღვინოსა” და “გიუაანის” რქაწითლებს ურჩევს მკითხველს, ასევე “იაგოს”, “ხოხბის ცრემლებისა” და “გოცას ღვინის" ჩინურს. ცოლიკოურით კი, რომელიც დასავლეთ საქართველოში ფართოდ გავრცელებული თეთრყურძნიანი ჯიშია, ძირითადად ნახევრად ტკბილ სადესერტო ღვინოებს აწარმოებენ. ავტორი “კანკატელას”, “ბაიას ღვინისა” და “თელიანი ველის” 2013 წლის ცოლიკოურზე წერს. სტატიას სრულად Taste Atlas-ზე გაეცნობით.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.