Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

6 რჩეული ნატურალური ღვინის ბარი თბილისში - Raisin Digital

Raisin ცნობილი ღვინის გზამვკლევია, რომლის მთავარი მისიაც ნატურალური და ორგანული ღვინის მიმართ ინტერესისა და პოპულარობის გაზრდაა. 2016 წლიდან პლატფორმა ნატურალური ღვინის მწარმოებლებსა და მეღვინეობებს უწყობს ხელს. Raisin-ის აპლიკაციაში შეხვდებით 7000-ზე მეტ ბუნებრივი ღვინის ბარს ქვეყნებისა და ქალაქების მიხედვით, გასულ კვირას კი მათ სიაში თბილისიც შევიდა. ახლა იმ ნატურალური ღვინის ბარების ჩამონათვალს გაგაცნობთ, რომლებსაც Raisin უწევს რეკომენდაციას თავის საიტსა და ვებგვერდზე.

ყველაზე პოპულარული ღვინის ბარია ღVino Underground - ეს პირველი ნატურალური ღვინის მაღაზია-ბარია საქართველოში, რომელიც გალაკტიონ ტაბიძის #15 ნომერში გაიხსნა 2012 წელს. ბარში წარმოდგენილია საქართველოს თითქმის ყველა კუთხის მეღვინეების მიერ წარმოებული ღვინოები. ბარში ქართველ და უცხოელ ღვინის მოყვარულებს საშუალება აქვთ მცირე ოჯახური მარნების მიერ წარმოებული ნატურალური და ”ბიო” ღვინო დააგემოვნონ და შეიძინონ.

მეორე ადგილას არის G.Vino - ეს ღვინის ბარი ღVino Underground-ის შემდეგ გაიხსნა. g.Vino-ში საქართველოს სხვადასხვა კუთხის მცირე მარნების ღვინოების მრავალფეროვანი არჩევანია. იშვიათ ღვინოებსაც ნახავთ, რომლებიც მხოლოდ აქ ან თბილისში თითზე ჩამოსათვლელ ადგილებში შეიძლება დააგემოვნოთ. 

ჩამონათვალში შეხვდებით Craft Wine Restaurants-საც - ღვინის ბარი ეგნატე ნინოშვილის 54 ნომერშია. გასინჯავთ საინტერესო, ნატურალურ ღვინოებს და გემრიელი კერძების დაგემოვნებასაც შეძლებთ. 

ერთ-ერთია Living Vino - შალვა დადიანის 18 ნომერში. ამ ღვინის ბარში ვეგანური კერძების გასინჯვას შეძლებთ საინტერესო, ორგანულ ღვინოებთან ერთად.

Wine Point - ინგოროყვას 22-ში პატარა ღვინის ბარია, სადაც ხშირად აწყობენ ხოლმე სხვადასხვა სახის ღონისძიებებსა და დეგუსტაციებს. 

რეკომენდაციას უწევენ ასევე DADI Wine Bar-ს, სადაც ქართული მცირე მარნების ნატურალური ღვინოებია წარმოდგენილი.

ნატუარული და ორგანული ღვინო თანდათან უფრო მეტი ადამიანისთვის ხდება ცნობილი და ღვინის ამ სტილის შესახებ ცნობიერებაც უფრო და უფრო იზრდება.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული