Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჩეხური რთველის სტატისტიკა

ჩეხეთის მეღვინეთა ასოციაციამ ყურძნის მოსავლის მოცულობის მონაცემები გამოაქვეყნა. შედეგად, გასული, 2010 წელი ბოლო 25 წლის მანძილზე ყველაზე ცუდ და წარუმატებელ წლად შეფასდა. შარშან ჩეხებმა 16 ათას ჰექტარზე გაშენებული  ვენახებიდან საერთო ჯამში 45 923 ტონა ყურძენი მიიღეს, რაც წინა წელთან შედარებით სამჯერ, 2007-2008 წლებთან შედარებით კი ორჯერ ნაკლებია. ყურძნის ასეთი ცუდი მოსავალი ჩეხეთში 1986 წლის მერე არ დაფიქსირებულა. ამგვარი შედეგი საკმაოდ ნალექიანი ამინდების დამსახურებაა, რამაც ვაზის სოკოვანი დაავადების წარმოშობა გამოიწვია, რასაც თან ერთვოდა სეტყვაც. მიუხედავად ასეთი ცუდი მოსავლისა, ღვინოზე ფასები, სავარაუდოდ, გაიზრდება, თუმცა საეჭვოა, ჩეხმა მეღვინეებმა დანაკარგი აინაზღურონ. საერთო ჯამში ჩეხეთში შარშან 380 ათასი ლიტრი ღვინო აწარმოეს. სამამულო წარმოების ღვინის რაოდენობის შემცირება, სავარაუდოდ, იმპორტირებული ღვინის წილის ზრდას გამოიწვევს.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული