Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

შემწვარი ატრია აზიურად

საჭირო მასალა: 2 სტაფილო, 1 კონა მწვანე ხახვი, 1 თავი ხახვი, 2 კბილი ნიორი, 1 ცალი ცხარე წიწაკა და 1/3 ჩ.კ. დაფქული წიწაკა, 350 გ ატრია, 4 ს.კ. ზეთი, 300 გ ღორის ხორცის ფარში, 6-7 ს.კ. სოიის სოუსი, 3 კვერცხი, მარილი – გემოვნებით.

მომზადება: წიწაკას ამოვაცალოთ თესლი და სტაფილოსთან ერთად წვრილ ღერებად დავჭრათ. წვრილად დავკეპოთ ხახვი და ნიორი, დავჭრათ მწვანე ხახვი. ატრია მდუღარე მარილიან წყალში მოვხარშოთ, გადავწუროთ და შევაშროთ. ღრმა ტაფაში გავაცხელოთ 1 ს.კ. ზეთი, დავუმატოთ ფარში და 5-6 წუთი ვშუშოთ. დავაყაროთ მარილი, წიწაკა, სტაფილო, ხახვი, ნიორი, მწვანე ხახვი და 5-6 წუთი კიდევ ვშუშოთ. დავუმატოთ 5-6 ს.კ. სოიის სოუსი, 3-4 ს.კ. წყალი და 4-5 წუთი კიდევ ვშუშოთ. ცალკე ავთქვიფოთ კვერცხი, 1 ს.კ. სოიის სოუსი,  2 ს.კ. წყალი, მარილი და პილპილი. პატარა ტაფაზე დავასხათ ზეთი და როცა გაცხელდება, დავასხათ კვერცხი. შევწვათ ერბო-კვერცხი. ტაფიდან ამოვიღოთ ხორცის ფარში. ტაფას დავუმატოთ 2 ს.კ. ზეთი და ატრია. ვშუშოთ 5 წუთი. ჩავუმატოთ ხორცის ფარში და ერთად გავაცხელოთ. კერძი ამოვიღოთ ღრმა თეფშზე. ომლეტი დავახვიოთ რულეტივით, თხლად დავჭრათ და დავაწყოთ ატრიაზე.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული