Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის გმირები: ინტერვიუ მევენახე ბარბარა შინთან

ბარბარა შინი ამერიკელი მეღვინეა, რომელიც ლონგ აილენდში Shinn Estate Vineyards ფლობს. იგი ბუნების განსაკუთრებული სიყვარულითაა ცნობილი, მისი ღვინო კი სამეცნიერო განვითარების, ხელოვნებისა და ხალხური სიბრძნის ერთიანობის ნიმუშია. შინს და მის მეუღლეს ნიუ იორკში რესტორანი ჰქონდათ, სწორედ ამ დროს დაინტერესდნენ მეღვინეობით. ისინი ღვინის დაყენების პროცესში მთლიანად არიან ჩართულები. თავიანთ ვენახებში როგორც თეთრი, ისე წითელი ყურძენი მოჰყავთ, განსაკუთრებით ბევრია ბორდოს ჯიშები.

ბარბარა შინი ბიოდინამიკურ ღვინოს აწარმოებს, ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა, რაზეც ინტერვიუშიც საუბრობს. ინტერვიუ გამოცემა Forbes-ში გამოქვეყნდა.

- ოჰაიოში გაიზარდეთ, როდის გადაწყვიტეთ კალიფორნიაში გადმოსვლა?

- ტოლედოში გავიზარდე, მაშინ ეს ადგილი ჯერ კიდევ სიმინდის მინდვრებითა და ტყით იყო დაფარული. თინეიჯერობის ასაკში კი ვუყურებდი როგორ იცვლებოდა გარემო, შენდებოდა სავაჭრო ცენტრები. მაშინ გადავწყვიტე წამოსვლა და კალიფორნიაში გადავედი საცხოვრებლად.

- მეღვინეობამდე თქვენ კულინარიასთან გქონდათ შეხება. როგორ მოხდა ეს?

- ამ სფეროსთან ჩემი პირველი შეხება მაშინ დაიწყო, როდესაც ტოლედოში პროდუქტის პატარა მაღაზიის მოლარედ ვმუშაობდი. ძალიან გამოუცდელი ვიყავი, ახალი ბოსტნეულის დახარისხება მიწევდა. კოლეჯში ჩაბარებისთანავე რესტორანში დავიწყე მუშაობა, რაც კალიფორნიაშიც გავაგრძელე, თუმცა უკეთეს ადგილას. სწორედ კალიფორნიაში აღმოვაჩინე დიდებული ღვინო, როდესაც რესტორნის სტუმრებს 1980-იანების კაბერნე სოვინიონით, ზინფანდელით (Zinfandel) და შარდონეთი ვუმასპინძლდებოდი. კალიფორნიამ აღმომაჩენინა არაჩვეულებრივი ღვინო და მისი თავისებურებები.

- ოდესმე წარმოიდგენდით, რომ ერთ დღესაც ვენახის მფლობელი იქნებოდით?

- ესეც კალიფორნიას უკავშირდება. როდესაც იქ ვცხოვრობდი, ვენახებს ვათვალიერებდი ხოლმე და ვფიქრობდი „როგორ უნდა მიაღწიო ამას და იქცე მეღვინედ. შეუძლებელია.“ ვერ წარმომედგინა ამის გაკეთება მეც თუ შევძლებდი. როდესაც ბარმენად ვმუშაობდი, სტუმრებს მხოლოდ კალიფორნიული ღვინით ვუმასპინძლდებოდით, რაც იმ დროს იშვიათობა იყო. ერთ საღამოს, როდესაც ბარის მეპატრონესთან მის მიერ შეკვეთილი კაბერნე სოვინიონი მოიტანეს, მეღვინეებს გამოველაპარაკე, სწორედ მათთან საუბრისას მივხვდი, როგორ შეიძლება ღვინო ადამიანის ცხოვრების სარკედ იქცეს.

შემდეგ მე და ჩემმა მეუღლე დევიდმა ნიუ იორკში რესტორანი გავხსენით, მხოლოდ აღმოსავლეთ სანაპიროს ღვინო შეგვქონდა. სამზარეულოც და ღვინოც ადგილობრივი იყო, ეს ჩვენს რესტორანს გამორჩეულს ხდიდა.

- როდესაც Shinn Estate Vineyards აარსებდით, წარმოდგენილი გქონდათ როგორი სახის წარმოებას იწყებდით?

- როდესაც 2000 წელს ვენახს ვაშენებდით, მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ ღვინის დაყენების ჰოლისტურ ხედვაზე გაგვემახვილებინა ყურადღება. ყველაფერს კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებდით - სარეველებთან ბრძოლის საშუალებებს, ფერტილიზაციას, მწერების კონტროლს. როდესაც მითხრეს, რომ სარეველა აუცილებლად უნდა მომესპო, მუშაობის პროცესში სამყურასა და გვირილებს ვაკვირდებოდი, რა უნდა დაეშავებინათ მათ ვაზისთვის? გადავწყვიტეთ სარეველასა და მწერებზე ბევრი არ გვენერვიულა. უარი ვთქვით ქიმიურ სასუქებზე და ბუნებრივი საშუალებებით ჩავანაცვლეთ: ზღვის მცენარეებით, თევზით, შრატით, არაქისის ნაჭუჭით და კომპოსტით. აღმოსავლეთ სანაპიროზე კომპოსტის დამზადება არავინ იცოდა, ჩვენით ვსწავლობდით ორგანული ნაყოფიერებისა და მწერებისთვის სასარგებლო გარემოს შექმნის შესახებ.

- პირველად როდის გაეცანით ბიოდინამიკური მეღვინეობის ფილოსოფიას?

- ბიოდინამიკის ცოდნის გარეშე მე და დევიდი ვაგრძელებდით ვენახში იმ ხედვით მუშაობას, რაც სწორად მიგვაჩნდა. ვენახი სავსე იყო მცენარეებითა და მწერებით. ვხვდებოდით, რომ რაღაც კიდევ გვაკლდა, რაც მიზნების მიღწევაში დაგვეხმარებოდა. ერთ ზამთარს ორეგონში Willamette Valley-ს ვესტუმრეთ. ერთ-ერთმა მეღვინემ საუბრისას გვითხრა „თქვენ ბიოდინამიკოსები ხართ“. ასე რომ, ჩვენ წინასწარ არ გადაგვიწყვეტია, ისე ჩავერთეთ ამაში.

- ბიოდინამიკურ მეღვინეობაში იყო რაიმე ისეთი, რამაც გაგაკვირვათ?

- აღმოვაჩინე, რომ ბუნებასა და წარმოების პროცესში ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ასევე, ისიც, რომ ჩვენ, ადამიანები და ფერმერები, ბუნებაში ძალიან ვერევით. მცენარეების, ცხოველებისა თუ სოკოების სამყაროს ბოლომდე ვერასოდეს შევისწავლით. მოკლედ რომ ვთქვა, ბიოდიმანიკურმა ხედვამ მაჩვენა როგორ იქცევა  ღვინო  მთლიანი ეკოსისტემის ნაწილად, როგორ თანაარსებობს სხვა ელემენტებთან.

- თქვენ ბიოდინამიკურ პრინციპებს მიყვებით, თუმცა სერტიფიცირებული არ ხართ. რატომ?

- აღმოსავლეთ სანაპიროზე სოკოები, რომლებსაც Downy Mildew ჰქვია, ვერ კონტროლდება. იმისთვის, რომ ბიოდინამიკურმა ღვინომ სერტიფიცირება გაიაროს, ყველა პროდუქტი ბუნებრივი უნდა იყოს. ამიტომ აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად სხვა მეთოდების გამოყენება გვჭირდება. იმედია მალე იქნება ორგანული ნივთიერებები, რომლებითაც ამ პრობლემას გავუმკლავდებით. ამის შესახებ ნივთიერებების მომწოდებლებთან ვთანამშრომლობთ და საიმედო მონაცემები გვაქვს.

- როგორ ფიქრობთ, თქვენი ღვინო აჩვენებს მთელ იმ პროცესსა და შრომას, რასაც თქვენ დებთ?

- მე მჯერა, რომ უმჯობესია ადამიანებმა უკან დავიხიოთ და ბუნებას შეუფერხებლად განვითარების საშუალება მივცეთ. ვაზსაც უნდა დავაცადოთ ნიადაგის მიკროორგანიზმებთან კონტაქტი. განსაკუთრებით ღვინის ბუნებრივად დადუღებაა მნიშვნელოვანი. ღვინოს დრო უნდა მივცეთ, აჩქარება კარგს არაფერს მოგვიტანს. ღვინო თავისით იქმნება, მე და დევიდი არ ვერევით.

- თქვენ მონაწილეობდით Long Island Sustainable Winegrowing-ის ჩამოყალიბებაში.  ლონგ აილენდის რამდენი ვენახია სერტიფიცირებული?

- ამჟამად 18 მარანი და ვენახია სერტიფიცირებული LISW-ის მიერ. ეს რეგიონში ვენახის საერთო ფართობის ნახევარია. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი ვენახების ფართობები ყოველწლიურად იზრდება, უფრო მეტი მეღვინე აღიარებს ეკოლოგიის მნიშვნელობას. ამ მხრივ მუდმივ წინსვლასა და განვითარებას ვამჩნევთ.

- რას მატებს ასეთი მეღვინეობა ჩვენს პირად ცხოვრებას?

- ყოველი ეკოსისტემა თავისით ვითარდება ბუნებრივ რიტმში. ყველა მეღვინესა და მეღვინეობას შეუძლია თავისი არსებობის რიტმი იპოვოს. ამისთვის მოთმინებაა საჭირო, რათა ეს მდგომარეობა შეინარჩუნო.  

თარგმანი © ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული