Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

San Francisco Chronicle კვლავ ქართულ რესტორანზე წერს

2023 წელს თუ ნაპაში ან სონომაში მოხვდებით და ხარისხიანი, არომატული ღვინისა და გემრიელი კერძების გასინჯვა მოგესურვებათ, მაშინ San Francisco Chronicle-ის სტატიას უნდა გაეცნოთ, სადაც სონომას ოლქში, “მთვარის ველზე” ქართული რესტორნის შესახებ წერენ. 

როგორც ჩანს, ნაპაში ბოლო თვეების განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა, საკმაოდ ბევრი ახალი რესტორანი და ღვინის კუთხე გაიხსნა, გაფართოვდა კლასიკური ღვინის საწარმოებიც. 
Piala რეგიონში პირველი ქართული რესტორანია, ეს პატარა და მყუდრო ადგილი სებასტოპოლში, კალიფორნიის შტატში მდებარეობს, ქალაქს სონომას ცენტრად მიიჩნევენ. “ფიალას” დამფუძნებლების შთაგონების წყარო, როგორც მათივე საიტიდან ვკითხულობთ, ქართული ღვინის კულტურა იყო და ის, რომ 8000 წელი შენარჩუნდა ღვინის დაწურვის იგივე ტექნოლოგია: “ჩვენი მიზანი, პირველ რიგში, ის არის, რომ სტუმრებმა ამ საოცარ ადგილას განსაკუთრებული სითბო იგრძნონ, ქართულ გემრიელ სამზარეულოსთან ერთად კი შესაბამისი ღვინოები გასინჯონ, რითიც, დარწმუნებულები ვართ, რომ აღფრთოვანდებიან” - ვკითხულობთ “ფიალას” გვერდზე. 

აქ გასინჯავთ ჩაშუშულს, ფხლოვანასა და ჩაქაფულს, ხაჭაპურს, ყველის ღვეზელს მწვანილებით და მასთან ერთად მწვანე ქლიავის სოუსს: “რაც შეეხება ღვინოებს, ისინი ნამდვილად განსხვავდება იმისგან, რასაც ხშირად მიირთმევთ ხოლმე. გარდა იმისა, რომ ძალიან უნიკალური და გემრიელია, საინტერესოა ღვინის სამშობლოს ღვინოების დაჭაშნიკებაც. აქ ხმაურიან და ხალისიან, იმ ვაზის ჯიშებისგან დაწურულ ნატურალურ ღვინოებს აღმოაჩენთ, რომელთა შესახებაც ალბათ არც თუ ისე ხშირად გსმენიათ. აქაურობას საინტერესოდ სწორედ ეს აქცევს.” -წერს ავტორი.

ნაპას ხეობა დღითიდღე უფრო და უფრო იხვეწება და ალბათ, როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ამ ტენდენციამ დატოვა რეგიონში ბევრი ღვინის საწარმო. St. Helena’s Markham Vineyards არის ნაპას ისტორიული მარანი, რომელმაც 30 წლის შემდეგ პირველად განაახლა საწარმო. ძველი, ბნელი მარანი ნათელ, სასიამოვნო სადეგუსტაციოდ გადააქციეს მაღალი ჭერითა და შუა საუკუნეების სტილის ავეჯით. განაახლეს ღვინის კასრების სარდაფიც და ახალი გარე სადეგუსტაციო ადგილები დაამატეს, სადაც სიამოვნებით გასინჯავთ მერლოსა და მარკჰემს. 

ქართული რესტორნის გარდა ნაპაში იტალიური სივრცეც გაიხსნა. Bistro don Giovanni-ის გუნდმა 30 წლის შემდეგ რეგიონში მეორე რესტორანი გახსნა. ახალი Scala Osteria ორიენტირებულია ზღვის პროდუქტებით მომზადებულ სამხრეთ იტალიურ კერძებზე. აქ რამდენიმე სახეობის თევზს გასინჯავთ, ხამანწკებსა და ზღვის პროდუქტების პასტას, როგორიცაა Spaghetti alla Luciana რვაფეხით, პომიდორებითა და შავი ზეთისხილით. კერძებთან ერთად კი სხეულიან ღვინოებსაც დააგემოვნებთ. სტატიას სრულად შეგიძლიათ San Francisco Chronicle-ის გვერდზე გაეცნოთ. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული