Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჩინეთი ბორდოს იპყრობს

 
უკვე დიდი ხანია, ჩინეთი ფრანგული ელიტური ღვინოებითა და, ზოგადად, ფრანგული მეღვინეობით არის დაინტერესებული, რის შესახებაც ჩვენი გაზეთიც არაერთხელ წერდა. როგორც ჩანს, მდიდარ ჩინელთა ინტერესი ამ სფეროს მიმართ არ ცხრება, რადგან ისინი ელვისებური სისწრაფით ყიდულობენ მარნებს ბორდოში. ბორდოს ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული რიელტორის - მაქსველ სტორი ბეინსის თქმით, ჩინელებმა შესყიდვები 2011 წლიდან დაიწყეს და მას შემდეგ თითქმის ყოველ თვე თითო შატოს ყიდულობენ. დღევანდელი მონაცემებით ჩინელები ბორდოში 40-50-მდე მამულს ფლობენ. ბეინსი აღნიშნავს, რომ ფრანგები ძირითადად ცდილობენ, შატო სწორედ ჩინელებს მიჰყიდონ. ამის წყალობით, ზოგ ჩინელს ბორდოში დიდძალი ქონება დაუგროვდა. მაგალითად, ბატონი ჩენ კუ, რომელიც კომპანია Haichang Group-ის დამფუძნებელია, ბორდოში 11 შატოს ფლობს. ბეინსი იმასაც აღნიშნავს, რომ ბორდოში ყველა მიწას თავისი ფასი აქვს. ბორდოში ვენახები 120 ათას ჰექტარზეა გაშენებული, ბურგუნდიაში კი – 28 ათას ჰექტარზე. ისეთი ვენახები კი, რომლებიც მართლაც იმსახურებენ დიდ ინტერესს, მხოლოდ 5 ათას ჰექტარზეა გადაჭიმული. როგორც ირკვევა, ბორდოში მდიდარ ჩინელ სტუმრებს გულთბილად ხვდებიან. თუმცა ამ რეგიონში უცხოელის ჩამოსვლა არავის უკვირს - ბორდოში ფულს აბანდებენ ბელგიელები, ინგლისელები, ავსტრალიელები, ამერიკელები, ბრაზილიელები და თვით არაბი პრინცებიც კი. ოფიციალური მონაცემებით რეგიონში სულ 8 ათასი შატო ფუნქციონირებს, რომელთაგანაც ჩინელების საკუთრება მხოლოდ 0,5%-ია. “ბორდოს უძრავი ქონების სქემაზე ჩინელების 0,5%-იანი წილი იგივეა, რაც წერტილი რადარის ეკრანზე და ზღვაში წვეთი,” – განაცხადა ბატონმა ბეინსმა.   
 
© ღვინის კლუბი/Weekend
 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული