Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“ყოველი შემოსევის შემდეგ ძვირფას ნერგებს, რომლებიც გადამალული ჰქონდათ, ხელახლა აშენებდნენ” - National Geographic

2000-ზე მეტი მწვერვალითა და კავკასიონის ქედებით გარშემორტყმული საქართველო სწრაფად იქცევა ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებად, მაგრამ მაშინ, როცა მონასტრები და შუა საუკუნეების ქვის კოშკები ერის სავიზიტო ბარათია, ნაყოფიერ მთისწინეთებსა და ხეობებში საქართველოს ყველაზე დიდი საიდუმლო იმალება.” - ვკითხულობთ National Geographic-ზე, სადაც ქართულ ღვინოზე, კულტურასა და ქვევრის ტექნოლოგიაზე წერენ. 

ავტორი წერს, რომ საქართველოში მეღვინეობის მეთოდებმა საუკუნეების განმავლობაში გაძლო, მთავარი “მოქმედი გმირი” კი ყოველთვის ქვევრი იყო. შემდეგ აღწერს მასში ღვინის დაყენების პროცესს. სტატიაში ვკითხულობთ ქართული ღვინის რეგიონების შესახებაც: “საქართველოში ათეულობით ღვინის რეგიონი და სოფელია, დაწყებული სამცხის რეგიონის ტერასულად გაშენებული ვენახებიდან, ჩრდილო დასავლეთ ლეჩხუმამდე. თუმცა მთავარი მაინც კახეთია, სადაც ქვეყნის ღვინის 80%-ზე მეტი იწარმოება. 1801 წლამდე კახეთი სპარსეთისა და ოსმალეთის დინასტიების ვასალი ხშირად იყო, მაგრამ ყოველი შემოსევის შემდეგ ძვირფას ნერგებს, რომლებიც გადამალული ჰქონდათ, ხელახლა აშენებდნენ.” - ვკითხულობთ სტატიაში.

საბჭოთა ეპოქაში, როდესაც მეღვინეობა ინდუსტრიალიზაციას განიცდიდა, საფერავი და რქაწითელი გავრცელდა, ხოლო დაახლოებით 500-მდე ენდემური სახეობა ფაქტობრივად საერთოდ აღარ ჩანდა, 1991 წლის შემდეგ კი, როდესაც საქართველომ სუვერენენიტეტი დაიბრუნა, მეღვინეებმა გადაშენების პირას მყოფი ვაზის გაშენიანება დაიწყეს: “დღეს კახეთში ასობით ღვინის საწარმოა, მცირე საოჯახო მარნებიც და კომერციული მეღვინეობებიც. ყველაზე გამოცდილი ღვინის ექსპერტისთვისაც ქართული ღვინის დეგუსტაციას რაღაც ახალი მოაქვს. მეღვინეების უმეტესობამ თეთრი მდიდრული სუფრები გვერდზე გადადო და უფრო “შინაურული”, ახლო გარემო შექმნა, რომელიც ძირითადად ოჯახში სასადილო მაგიდის გარშემო შეკრებას გულისხმობს.” - ვკითხულობთ National Geographic-ზე. 

გარდა ამისა, ავტორი მკითხველს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობების მონახულებასაც ურჩევს. წერს, რომ კახეთში ძალიან ბევრმა მონასტრებმა მეღვინეობისა და ღვინის დაწურვის ტექნოლოგიის შენარჩუნებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა: “კახეთში განსაკუთრებით გამოირჩევა ალავერდი და ბოდბის დედათა მონასტერი, სადაც ვენახი მოჰყავდათ და ღვინოს აყენებდნენ”. მკითხველს სიღნაღის, გრემისა და ნეკრესის მონახულებასაც ურჩევს, ასევე წინანდლის მამულში სტუმრობას: “ეწვიეთ თელავს, იქ ჩურჩხელაც აუცილებლად გასინჯეთ, შემდეგ კი რემისა და ზაზა კბილაშვილების ქვევრის სახელოსნოს შეუარეთ, დააკვირდით, როგორ ნაბიჯ-ბანიჯ ამზადებენ დიდ, მასიურ ქვევრებს.” - ვკითხულობთ სტატიაში.

ავტორი წერს, რომ საუკეთესო დრო, როცა კახეთს უნდა ესტუმროთ, რთველის პერიოდია, სექტემბერი ან ოქტომბერი. სწორედ ამ დროსაა ხოლმე წინანდლის მამულში მუსიკალური ფესტივალები, რომლითაც აუცილებლად ძალიან ისიამოვნებთ. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული