Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის სადეგუსტაციო რჩევები

"ახალი მცირე მარნების" ღვინის ფესტივალი ახლოვდება. სულ რამდენიმე დღე დარჩა, სანამ შაბათს მთაწმინდაზე ღვინის სხვადასხვა კატეგორიისა და სახეობის დაჭაშნიკებას შეძლებთ. იქამდე კი რამდენიმე რჩევას შემოგთავაზებთ, თუ როგორ უნდა გასინჯოთ ღვინო დეგუსტაციისას. 

გახსოვდეთ, რომ ღვინის სრულყოფილად გაგებას შესაფერისი ჭიქა სჭირდება. ბოკალი შეგიძლიათ სახლიდან წამოიღოთ, თუ არადა, იქვე, ფესტივალზეც შეგეძლებათ მისი შეძენა. გაითვალისწინეთ, რომ სუნამოს ძალიან სასიამოვნო სუნიც მარტივად ბლოკავს ცხვირის რეცეპტორებს და ღვინის არომატების გაგების უნარს. 

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა ალბათ ის იქნება, რომ ფესტივალამდე თადარიგი დაიჭიროთ და ადრე ამოხვიდეთ. ასე მანქანების უსაშველოდ დიდ რიგსაც ასცდებით და თან უფრო მეტ სასიამოვნო შთაბეჭდილებასაც დააგროვებთ, ღვინოებსაც ნელა დააჭაშნიკებთ და ნაცნობებთანაც ბევრს ისაუბრებთ. იქამდე კი წინასწარ დაგეგმვა ურიგო არ იქნებოდა, რჩეული მარნები თუ გყავთ, აუცილებლად ჩამოწერეთ, რათა მღელვარებასა და ხმაურში არ გამოგეპაროთ. თუ ასე ვერავის გამოარჩევთ, ესეც არაუშავს, ფესტივალზე ნამდვილად იპოვით თქვენს რჩეულ ღვინოს.

არ იდარდოთ, თუ ღვინის მცოდნე არ ხართ, ყველა სომელიე არ არის და ამაში უხერხული არაფერია. თავისუფლად დასვით კითხვები და ღვინის მწარმოებლები დიდი სიამოვნებით გიპასუხებენ ყველაფერზე. არც თქვენი მოსაზრებების გაზიარებას მოერიდოთ, ღვინოზე ისაუბრეთ ისე, რომ სწორი და არასწორი პასუხების შესახებ არ იფიქროთ. გახსოვდეთ, რომ მეღვინეებს ყველაზე მეტად გულწრფელი შენიშვნები და კომპლიმენტები სიამოვნებთ, რომლებიც სამომავლოდ აუცილებლად გამოადგებათ.   

ღვინოების დაჭაშნიკებებს შორის არ აჩქარდეთ. არ დაგავიწყდეთ, რომ აქ სიამოვნების მისაღებად მოდიხართ. არ იჩქაროთ, ღვინოებს დრო დაუთმეთ, რომელიც მოგეწონებათ - გემრიელად მიირთვით. აქ თქვენ ხალხს გაიცნობთ, მეღვინეებსა და ღვინის ენთუზიასტებს, რომლებიც სიამოვნებით მოგცემენ რჩევებს და გესაუბრებიან. ღვინის არჩევასაც გარკვეული დრო დაუთმეთ და აუცილებლად მიაგნებთ იმ გემოებსა და არომატებს, რომლებსაც, თურმე ამდენი ხანი ეძებდით. 

მნიშვნელოვანია ისიც, რომ მხოლოდ ნაცნობი ღვინოებით არ შემოიფარგლოთ, ასე შეიძლება უფრო საინტერესო და უცხო ღვინოები გამოგრჩეთ. ფესტივალზე სწორედ ახალ-ახალი ღვინოები უნდა გასინჯოთ. გახსოვდეთ, რომ შაბათს ბევრი მცირე მარანი იქნება ქართული და უცხოური ვაზის ჯიშებით წარმოდგენილი. გირჩევთ, უკვე ნაცნობი მეღვინეობები ბოლოსკენ შემოიტოვოთ.

ისიც არ დაგავიწყდეთ, რომ კომფორტულად იყოთ. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და ვიწრო სამოსი ხელს შეგიშლით, თავისუფლად ვერ ივლით და სახლში წასვლა მალე მოგინდებათ. შაბათს კი, 21 ოქტომბერს, მთაწმინდაზე ბევრი ახალი ღვინო და სასიამოვნო გარემო გელოდებათ.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული