Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“ღვინის კლუბის” შეხვედრა G.Vino-ში

ელენე ცინცაძე

“ღვინის კლუბის” მორიგი შეხვედრა 12 მარტს, ამჯერად G.Vino-ში გაიმართა. კლუბი 15 წელზე მეტი ხანია არსებობს, თუმცა ოფიციალურად 2009 წელს დარეგისტრირდა, ზაფხულში. მანამდე კი იყო შეხვედრები, ლექციები, ექსპედიციები, ღვინის დეგუსტაციები, 2010 წელს პირველი ახალი ღვინის ფესტივალი, რომელიც უკვე “ღვინის კლუბის” ყოველწლიური ისტორიის ნაწილია. წლების მანძილზე ფესტივალების რაოდენობაც გაიზარდა, ახლა უკვე სამ ფესტივალს ატარებს ღვინის კლუბი, გაზაფხულზე „ახალი ღვინის ფესტივალს“, შემოდგომაზე „მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“ და ზამთარში „ცქრიალა ღვინის ფესტივალი“.

Vinoge-ზე კი 2007 წლიდან, მკითხველი ყოველდღიურად სხვადასხვა სიახლეებს ეცნობა მსოფლიოს ღვინის ინდუსტრიის, ქართული ღვინის წარმატებისა და მნიშვნელოვანი ტენდენციების შესახებ. ჩვენს საიტს თვალს თუ გადაავლებთ, სულ პირველი გვერდიდან, დაინახავთ ქართული ღვინის განვითარების ისტორიას, წარმატების გზას, თანდათან როგორ მომრავლდა იმ ქვეყნების რიცხვი, სადაც ჩვენი ღვინო იგზავნება, როგორ შეიცვალა მსოფლიოს ინტერესი ქვევრის ტექნოლოგიის, განსაკუთრების კი ქარვისფერი ღვინის მიმართ და ა.შ.

“ღვინის კლუბის” წინა შეხვედრა 29 იანვარს “8000 მოსავალში” ჩატარდა, სადაც წამყვანი თემა იყო ერთმანეთის ღვინოების გასინჯვა, რჩევები, ახალი წევრების გაცნობა, რაც ცხადია, ყველაზე საინტერესო პროცესი აღმოჩნდა წინა შეხვედრაზეც და ახლაც. როგორც ნინო ჩიტოშვილი, “ღვინის კლუბის” ახალი წევრი გვიამბობს, გამოცდილება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამაა, რასაც ასეთ შეხვედრებზე ღვინის მოყვარული იძენს: “ერთმანეთის გაცნობის გარდა ჩვენ ღვინოებს და სხვადასხვა ტექნოლოგიას ვიცნობთ, ვაფასებთ, ჩვენსას ვადარებთ, ხან უფრო უკეთესს, საინტერესოს აღმოვაჩენთ, ხან ნაკლს, საბოლოოდ ეს ყველაფერი ერთ დიდ გამოცდილებად გადაიქცევა”.

“ღვინის კლუბელობა” სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ აუცილებლად უნდა იყოთ მეღვინე, მევენახე, ღვინის ექსპერტი ან მცოდნე. ერთადერთი, რაც გევალებათ, ეს ღვინის მიმართ დიდი ინტერესია. ამიტომ ჩვენს წევრებს შორის აუცილებლად შეხვდებით მათაც, ვინც არც კლასიკური ტექნოლოგიით წურავს ღვინოს და არც ქვევრის მეთოდით, არამედ უბრალოდ ღვინის უკეთ გაგება სურს. ანა ლიპარტელიანი: “ღვინო ალბათ ადამიანებს ყველაზე მეტად აკავშირებს ერთმანეთთან. ასეთ შეხვედრაზე საერთოსაც უფრო მეტს აღმოაჩენ მასთან, ვისაც სულაც არ იცნობ და ვისთანაც არც თუ ისე ბევრი გადაკვეთის წერტილი გაქვს. როცა დიდად ღვინის ცოდნით არ გამოირჩევი, მგონია, რომ ასეთ გარემოში სხვადასხვა სტილისა და კატეგორიის ღვინოების გასიჯნვა, აღმოჩენა, შედარება, მართლაც განსაკუთრებით საინტერესო და სასიამოვნო თავგადასავალივითაა, მით უმეტეს, როდესაც თავისუფლად გამოთქვამ აზრს მათსავე ღვინოზე. თუმცა ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც აქ ხდება, ეს ურთიერთობაა.” დაილია შემდეგი ღვინოები:

1. “ნადელები” - გურამ მაისურაძის პეტნატი.

2. “ბაგრატის ღვინო” - მგალობლიშვილი, 2021.

3. “ლაშას ღვინო” - მწვანე.

4. ხვიჩა ყალაბეგაშვილი - 2022 წლის მცვივანი 

5. კობიძეების მარანი, “დათოს ღვინო” - ჩხავერი ვარდისფერი, 2019.

6. “კალამი” - რაჭული ძელშავი 2019.

7. “ჩიტოს ღვინო” - საფერავი, 2021

8. “წინანდალი” - საფერავი

9. “რერო”-  ოცხანური საფერეს პეტნატი, 2022

10. “ზეგაანი” - საფერავი

11. “ლაშას ღვინო” - საფერავი.

12. “კალამი” - საფერავი გუნაშაური, 2019.

13. ამირან ვეფხვაძე - კრახუნა, 2021.

ზოგისთვის ამ შეკრებისას მნიშვნელოვანი იმ სიახლეების გაგებაა, რომლებიც აქამდე არ იცოდნენ: “ძალიან მაინტერესებს ღვინის ტექნოლოგიები, სიახლეები, ვინ რას და როგორ იყენებს ღვინის დაწურვისას. “ღვინის კლუბელებთან” შეკრებისას იმაზე მეტი აღმოვაჩინე, ვიდრე ველოდი. გავიცანი ძალიან ბევრი ღვინის მოყვარული ადამიანი, ბევრი ისეთი რამ გავიგე, რასაც მომავალში თავადაც გამოვიყენებ.” - ლაშა ჯანელიძე (“ლაშას ღვინო”)

აქ ზოგმა უცებ იპოვა თავისი გზა. მთავარი ალბათ ისაა, რომ კლუბში აუცილებლად აღმოაჩენთ თქვენს თანამოაზრეებსა და ადამიანებს, რომლებთან ერთადაც უფრო მეტის გაგება მოგინდებათ და რომლებთანაც ყველაზე ძვირფასი, ღვინო გაერთიანებთ.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული