Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“ჩვენ, თქვენთან ერთად, საქართველოს მსოფლიო ღვინის ბაზარზე ადგილის დამკვიდრება გვინდა” - IWSC-ის აღმასრულებელი დირექტორი

რეგიონი, რომელიც ცნობილია, როგორც ღვინის სამშობლო” - ამ სიტყვებით ამცნო IWSC-მა ფართო საზოგადოებას რიგით მეორე საერთაშორისო კონკურსის ჩატარების შესახებ საქართველოში. პირველად, როცა კონკურსი საქართველოში ჩატარდა და მასში ღვინოების უპრეცედენტო რაოდენობამ მიიღო მონაწილეობა, ქვეყანამ ორგანიზებისა და ღვინის საკმაოდ მაღალი ხარისხი დაანახა ღვინის ექსპერტებს, “ბაიერებსა” და ჟიურის წევრებს. შეგახსენებთ, გასულ წელს წარმოდგენილი იყო 152 ღვინის კომპანია, 487 ღვინის ნიმუში , დაჯილდოვდა 288 ღვინო. კიდევ მომდევნო ორი წლის განმავლობაში საქართველო IWSC-ის კონკურსს უმასპინძლებს. 

IWSC-ის ღვინის საერთაშორისო კონკურსში ჟიურის ადგილობრივი მსაჯებიც იღებდნენ მონაწილეობას, მათ შორის არის ღვინის ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე, საქართველოს 2020-2021 წლების ჩემპიონი სომელიე ჯაბა ძიმისტარიშვილი, პროფესორი, ენოლოგი მარიამ ხომასურიძე და  ღვინის ექსპერტი მაგდა სურგულაძე.

“ეს ერთი წელი, რაც ბოლო ვესტუმრე საქართველოს, ძალიან მალე გავიდა. წელსაც, როგორც შარშან, საოცარი ერთი კვირა გავატარეთ. ყველას დიდ მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ჩვენი გჯერათ. როცა ჩვენ კონკურსზე ლაპარაკი დავიწყეთ, აღმოვაჩინეთ, რომ მსგავსი ხედვა გვქონდა იმისი, თუ როგორ გვინდოდა საქართველო გამოგვეჩინა საერთაშორისო ღვინის რუკაზე და ამ ხედვამ გაგვაგრძელებინა ჩვენ მუშაობა ერთად” - აღნიშნავს IWSC-ის აღმასრულებელი დირექტორი კრისტელ გიბერი და დასძენს, რომ საქართველო განსაკუთრებული ღვინის ქვეყანაა: “„საქართველო ნამდვილად უნიკალური ადგილია მსოფლიო ღვინის ინდუსტრიაში. აქვს განსაკუთრებული და მდიდარი ღვინის ისტორია. აქ ძალიან განსხვავებული ღვინოებია. მოხარული ვარ, რომ ეს კონკურსი კიდევ ერთხელ საქართველოში ჩატარდა. ჩვენი სურვილია საქართველოს ცნობადობა ავამაღლოთ, ჩვენი თქვენთან მუშაობა არ დასრულებულა, ჩვენი დიდი სურვილია საქართველო კარგად იყოს წარმოდგენილი მსოფლიო ღვინის რუკაზე, ასევე დაიმკვიდროს ადგილი, როგორც ღვინის სამშობლომ მსოფლიო ბაზარზე.“ - ამბობს ის.

შეგახსენებთ, რომ ღვინის საერთაშორისო კონკურსის მსაჯების გუნდს, რომელიც საქართველოს ესტუმრა,  ჟიურის თავმჯდომარე, ღვინის აღიარებული მაგისტრი Cata d'Or-ის პრეზიდენტი და United Cellars-ის გლობალური კონსულტანტი ალისტერ კუპერი ხელმძღვანელოდა. ალისტერს კი საერთაშორისო მსაჯებიც შეუერთდნენ,  ღვინის სომელიეები, “ბაიერები”, ექსპერტები და კონსულტანტები. ჟიურის წევრები არიან: სალვატორე კასტანო - 2021 წლის ევროპის საუკეთესო სომელიე და სავაჭრო მრჩეველი „Fiarwood”-დან, მელანია ბეტისტონი, რომელმაც 2022 წელს ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა სომელიეს ტიტული მოიპოვა და „ჰარბორის“ ტოპ 25 სომელიეთა შორისაა, ქეთ ლომაქსი - “The Drinks Business”-ის მიერ დაჯილოებული წლის საუკეთესო საცალო ბაიერი, დევიდ კერმოდი - ღვინის მწერალი, BBC Breakfast-ის და Channel 5 News-ის ჟურნალისტი, ზარა სერობიანი - ღვინის ექსპერტი, Ginvino-სა და Wine Origins-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ჯორჯიოს იორდანიდისი , რომელიც ღვინის ექსპერტია ლონდონში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილებით, თანამშრომლობს Decanter-თანაც,  ვილ ჰილი - ღვინის ბაიერი და ემა პენმანი, უმსხვილესი ბრიტანული სუპერმაკეტების ქსელის Waitrose & Partners-ის ღვინის ბაიერი. 

კონკურსში მონაწილეობა მიიღეს გამორჩეულმა ღვინის ჯიშებმაც,  მათ შორის არის “მირიანის მარნის” კუნძა. როგორც მირიანი გვესაუბრება, კუნძას წარმოება 2016 წელს დაიწყო: “ეს ჯიში დიდი ბაბუის გაშენებულ ვენახში ვიპოვეთ, რომლის 20-25% კუნძა იყო. თავიდან ცოლიკოურთან ერთად ვაყენებდი, თუმცა მალევე გადავწყვიტე, რომ ეს ჯიში ცალკე დამეკრიფა და დამეწურა.” როგორც მირიანი გვიამბობს, ყველაზე რთული ჯიშის ავთენტურობის დადგენა იყო: “არანაირ ინფორმაციას არ ფლობდა არავინ, ვერაფერი წავიკითხე ინტერნეტში. მევენახე-მეღვინეებთან მტევნითა და ყლორტით დავდიოდი. როდესაც დავაყენე, 2016 წელს, მხოლოდ 90 ბოთლი იყო. გავიტანე კონკურსებსა და ფესტივალებზე, სადაც ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა და მეც გამიჩნდა ინტერესი, რომ ამ ვენახის გაშენებას მივყოფდი ხელს.”  ამის შემდეგ ვაზის გაშენება დაიწყეს, შარშან კი უკვე 2000 ბოთლი დაწურეს და ახლა ღვინო IWSC-ის კონკურსში მიიღო მონაწილეობა. 

შეგახსენებთ, კონკურსზე 310 ღვინო დაჯილდოვდა, მათ შორის 18 ოქროთი, 70 ვერცხლითა და 220- ბრინჯაოთი.  ქართულმა ქვევრის ღვინოებმა 8 ოქროს მედალი დაიმსხურა, კონკურსის ყველაზე მაღალი ქულით დაჯილდოვდა “კარდანახი 1888-ის” წარაფი 2020.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული