Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

ხინკლის წვნიანი

 

1. ვამზადებთ ბულიონს - საქონლის ძვლიანი ხორცი+სხვადასხვა ბოსტნეული (ხახვი, ნიორი, პრასი, სტაფილო, მწვანილები) + დაფნის ფოთოლი, შავი წიწაკის მარცვლები, წითელი წიწაკა (ანისული, მიხაკი... მოკლედ, თქვენი გემოვნების მიხედვით);

2. ამზადებთ ცომს, ხინკლის ფარშს თქვენეული ინტერპრეტაციით და ახვევთ ფორმებად.

3. წვნიანის სუფრასთან მიტანის წინ, მომზადებულ ბულიონში ხარშავთ წინასწარ მომზადებულ ხინკალს. მე სოკოც დავამატე ბულიონს;

4. თეფშზე გაანაწილეთ მოხარშული სოკო და ხინკლები; მორთეთ მწვანილითა და ბოსტნეულით (სურათზე წვრილად აქნილი სტაფილო და პრასი იწონებს თავს).

რეკომენდაცია: ხინკლისთვის გამოიყენეთ ჩანგალი. რადგან, საკმაოდ დიდი ზომის არის და რამდენიმე ლუკმად იჭმება - პირველი ლუკმის შემდეგ ხინკალი აავსეთ ისევ სუფის წვენით და ისე მიირთვით ყოველი ახალი ლუკმა.
 
© peppi

 

 

არქივი

მაისი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123