Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ძვირი სიამოვნება „ლოფტ“-ში

ხშირად,  თბილისში ვრცელდება  ხმები ამა  თუ იმ ახალადგახსნილ რესტორანზე.  შემდეგ ხდება  პოპულარული. ერთ -ერთი  მათგანი არის  რესტორანი „ლოფტი“ რომელიც მდებარეობს  მოსაშვილის  ქუჩაზე. სიტყვა „ლოფტი“ (loft)  ინგლისურად ნიშნავს "სხვენს".
წინა  საუკუნის,   50  ათიან წლებში ამ სიტყვამ შეიძინა  ახალი მნიშვნელობა.  „loft“-ი   ნიშნავდა  ნებისმიერ  საწარმო ან სასაწყობო ფართს,  რომელიც   იქნა გადეკეთებული  საცხოვრებელ  ფართად.   ეს ფართები, როგორც წესი,  სარგებლობდა   პოპულარობით   სტუდენტებს, მხატვრებსა  და  ხელოვანებს  შორის.  მოდა,  ასეთი ტიპის  უძრავ ქონებაზე,  შემოვიდა  ნიუ - იორკში,  როგორც   ვახსენე,  XX  საუკუნის 50 წლებში. მას შემდეგ განვლო მრავალმა  წელმა   და  „ლოფტის“ ტიპის  საცხოვრებელი  გადაიქცა  ძვირადღირებულ  „ფუფუნებად“.
ჩემი სტუმრობა „ლოფტ“-ში  იყო ხანმოკლე, მაგრამ შინაარსიანი.  რესტორნას  გააჩნია დიდი ტერასა, სადაც ვამჯობინე  „განლაგება".  დარბაზში არ შევსულვარ, რადგან  უფრო  მაინტერესებდა  მენიუ  და კერძების  „შინაარსი“.  მენიუ  არის,  ძირითადათ,  ამერიკული  მექსიკურ  - იტალიური ნაზავით. მომსახურეობა, სტუმრების სიმრავლის მიუხედავად,  აღმოჩნდა  საკმაოდ  სწრაფი. „სასუსნაოთ“  შევუკვეთე  იტალიური ყველი  „მოცარელა“-ს  შემწვარი ჩხირები  „მარინარა“-ს   სოუსით, ხახვის რგოლები   “ტარტარ”-ის სოუსით,  მიდიები თეთრ ღვინოში, მექსიკური “კესადილია“  ქათმის ფილეთი (თხელი ლავაში  ლობიოს, ყველისა  და ქათმის ფილეს შიგთავსით) „ჩედარის  სოუსით“, საფირმო ჰამბურგერი „ლოფტი“ და საფირმო ლიმონათი მისაყოლებლად.
აქ მინდა შემოგთავაზოთ,  პატარა, „ლირიული  გადახვევა“, რომელიც დაკავშირებულია ცნობილ ინგლისურ ყველ  „ჩედარ“ -თან (Cheddar).   „ჩედარი“  შეიქმნა   ინგლისში დაახლოვებით  XII  საუკუნეში და ის ატარებს ქალაქ ჩედარის სახელს, რომელიც მდებარეობს  სომერსეტის (Somerset) საგრაფოში.  ამ, ძროხის რძის ყველს აქვს მოყვითალო  ფერი და ნუშის გემოს არმოტი. მისი დამწიფების პერიოდი შეადგენს,   დაახლოვებით, 8 თვეს.  1724 წელს, უკვდავი ნაწარმოების „რობინზონ კურზო“-ს  ავტორმა  დანიელ დეფომ სომერსეტის  საგრაფოს  სტუმტობის შემდეგ და მედიპის (Mendip) ბორცვების  სილამაზის შთაბეჭტილების ქვეშ დაწერა ნაწარმოები  „A Tour of the Islands of Great Britain“  ("მოგზაურობა  დიდი ბრიტანეთის  კუნძულების გარშემო")  სადაც მიუძღვნა მთლიანი თავი „ჩედარ“-ს.
დავუბრუნდეთ მოსაშვილის  ქუჩასა და რესტორან „ლოფტ“-ს.  როგორც წესი და რიგია,  პირველად  მომიტანეს „აპეტაიზერები“ ან „სტარტერები“.  მოცარელას ჩხირები იყო ძალიან  გემრიელი, ნაზი ტექსტურის. „მარინარას“ სოუსი, აპრიორი, უნდა  შეიცავდეს  რაიმე სახის ზღვის  ნობათის   პროდუქრის  გემოს, ამიტომ ამ იტალიურ სოუსს  ჰქვია „მარინარა“.  სოუსის გემო   იყო კარგი, მაგრამ ზღვის პროდუქტების გემო მასში  არ იგრძნობოდა.
ხახვის რგოლები, აგრეთვე, გამოირჩევოდა   კარგი „შესრულებით“.  მომეჩვენა  „ტარტარის“ სოუსი, მაინც და მაინც არ იყო  სათანადო  დონეზე.
მიდიები თეთრ ღვინოში,  აღმოჩნდა რომ  არის  "სუპი" და არა  ძირითადი  კერძი.   უნდა ვაღიარო რომ "სუპის" გემო იყო კარგი  და მიდიების რაოდენობა  მასში  სრულიად  საკმარისი იყო ორი კაცისთვის.  მე, მოველოდი კერძს  რომელიც    მსგავსი იქნებოდა  ბელგიური რეცეპტისა.  მიდიები  მოთუშული კარაში და  ხახვში, თეთრი ღვინითა და  არომატული ბალახებით. ამ კერძში არ ამატებენ წყალს  რათგან  მიდიები  უშვებენ თავის  წვენს, რომელსაც „ამდიდრებენ“  თეთრი ღვინითა და „ანაზაბენ“ კარაქით.  მიდიების "სუპი" დამიჯდა საკმაოდ ძვირი - 19 ლარი.  მექსიკური „კესადილიას“  ფასი, სრულიად შეესაბამებოდა ულუფის ზომასა  და ხარისხს. ის იყო გემრიელი  და თავისუფლად  დააკმაყოფილებდა  ორ ზრდასრულ ადამიანს. კარგი იქნებოდა, რომ   „კესადილია“  ყოფილიყო შემწვარი გრილზე და არა ტაფაზე.
ბურგერი „ლოფტ“-ის მიწოდება  არის  ძალზე ორიგინალური.  ბურგერი  არის მოთავსებული  უჟანგავი ფოლადის კალათაზე, გადაფარებული  პერგამენტის  ქაღალდით. ბურგერს თან ახლავს, კარტოფილი ფრი,  ხახვის რგოლები და პატარა ჭურჭელში მოთავსებულუ მჟავე  კიტრი  და კომბოსტო.  ბურგერის ფასი   არის, ჩემი აზრით, ერთობ „გადაჭარბებული“. 18 ლარი  საკმაოდ სერიოზული თანხაა. თვით ბუგერი  იყო გემრიელი,  მომზადებული კარგი ხარისხის საქონლის  ხორცით.  მასში არ იკითხებოდა არც ხახვისა  და არც  ნივრის  გემო, ანუ ის იყო ნატურალური.  ბურგერის  საკმაზში  იქნა გამოყენებული  ყველი  „როქფორი“  ან „ბლუ  ჩიზი“, ჩვენში ობიანს რომ  უწოდებენ.  „ობიანი ყველის“ გემო  იყო გადაჭარბებული  და ის „ჩაგრავდა“  ბურგერის  ორიგინალურ  გემოს.
მისაყოლებელი  საფირმო  ანუ  ოჯახური ლიმონათი  იყო   გემრიელი და გამოირჩეოდა  ზომიერი სიმჟავით.  ზაფხულის ცხელ საღამოს, მისი მირთმევა ნამდვილი სიამოვნება არის.  მაგრამ,  აქაც ფასი  მომეჩვენა  „გაბერილი". როგორც არ ვუტრიალე   ლიმონათის  თვითღირებულების დაანგარიშებას,  ერთი  ლიტრი  2  ლარზე  ძვირი არ გამომდიოდა.
საერთო შთაბეჭდილება დამრჩა დადებითი.  სიამოვნებით  დავბრუნდები ამ რესტორანში რათა  დავაგემოვნო  სხვა  კერძებიც.
„ლოფტ“-ს   ვანიჭებთ 4  News.ge-ს ვარსკვლავს.


© news.ge



ავტორი სტატიებს შეგნებულად წერს მე-19 საუკუნის ქართული გაზეთების სტილში თუ ბუნებრივად გამოდის ეგეთი სინტაქსი? :)

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული