Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

ნაზუქი

შემადგენლობა:
6 კვერცხი
1კგ შაქარი
250 გრ მარგარინი ან ქარაქი
1.5 ლიტრი რძე
300 გრამი ქიშმიში
მიხაკი, დარიჩინი,
100 გრამი დაჭრილი ნიგოზი.
25 გრამი საფუარი
ფქვილი 2 დან 3 კილომდე
ვანილი

ვთქვიფავთ კვერცხს კარგად და ვამატებთ თბილ რძეში გახსნილ შაქარს და საფუარს, შემდეგ გამდნარ ცხიმს და ვურევთ კარგად. მოზელილ ცომს ვამატებთ მიხაკს, დარიჩინს, ნიგოზს, ქიშმიშს, ვანილს და ვაგრძელებთ ზელვას. შემდეგ ცომს ვდებთ თბილ ადგილას, ამოსასვლელად. როცა ცომი ამოვა , ვაკეთებთ გუნდებს, ვაძლევთ ჩვენთვის სასურველ ფორმას (ნახევარმთვარის ფორმა იდეალურია ჩემი აზრით) ვდებთ „ჟარუნაზე“ და ზემოდან ვუსვამთ მასას, რომელიც მას სიწითლეს მიანიჭებს: ერთი კვერცხი კარგად გავთქვიფოთ 3 სუფრის კოვზ მაწონში. ვაცხობთ აირღუმელში 200 გრადუსზე, სრულ მომზადებამდე.
 
© BadbadGirl

არქივი

მაისი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123