Home
ქართული | English
ახალი ღვინის ფესტივალამდე დარჩა
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კომენტარები

გიორგი - 13 აპრილი, 2012 - 00:16

საინტერესოა–აუცილებლად წამოვიღებ ჩემს ღვინოს , , ,
ქვევრი - 12 აპრილი, 2012 - 18:42

ჩემო სულიკო, ძალიან გამიხარდა, როდესაც შენი კომენტარი ვნახე აქ. როგრა ხარ? ოჯახში ხომ კარგადა ხარ? უკაცრავად აქამდე რომ ვერ მოგილოცე ქალიშვილის გაბედნიერება. ღმერთმა ბედნიერები ამყოფოთ, გაამრავლოთ და გაახაროთ. ყოველთვის მიხარია, როგორც შენი ხმის გაგონება, ისე შენი წერილისა თუ კომენტარების კითხვა. აღრას ვამბობ შეთან შეხვედრაზე... და ეს არცაა გასაკვირი, შენ ხომ ერთ–ერთი პირველთაგანი ხარ, რომელმაც ქვევრში ღვინის დაყენება დაიწყე ტრადიციული ქართული მეთოდებით! ღმეღმა ხელი მოგიმართოს ამ დიდებულ საქმეში. არა ძმაო მართლაც დიდებული ღვინის პატრონი ხარ. ასე არ არის ხალხო, ჰა? მერე რა ვენახი, რა ქვევრ–მარანი, რა საფერავი, რა რქაწითელი, რა ჭაჭა... იფ იფ იფ იფ, რას დალევ უკეთესს კაცი (ქალიც). არა რა, თუ კაცი (ქალიც) ღვინოს ინატრებ, ისეთი უნდა ინატრო, როგორიც სოლოკოს ღვინოა. ნამუსიც შეეთხვაროს ტალახით, ვინც ამ ღვინოზე გადაკრული თქვას არასამართლიანად! რა ქენი სოლიკო, ვენახში დაასრულე საგაზაფხულო სამუშაოები? კაპანაძე და ფრუიძე ხომ არიან კარგად? რომ ნახავ მომიკითხე ორივენი. ძალიან კარგი ხალხია. კაპანაძეს დიდი ხნის წინ შევპირდი ჩემს მარანში მინდა მოგიწვიო–მეთქი და კერ–ჯერობით ვერ შევასრულე პირობა. არ მინდა პირი შევირცხვინო მაგ კარგ კაცთან და იქნებ შენ მიშუამდგომლო და ერთად მოხვიდეთ ჩემთნ? ძალიან დამავალებ. მე მახსენდება ჩვენი პირველი შეხვედრა... ეეეეჰჰჰ რა დრო გასულა ძმაო... არა? მიჰქრის დრო, მიჰქრის! კი ნუ დაიკარგები ეხლა, გამოჩნდი ხოლმე. ბაკურციხეში რომ მოვხვდები შემოგივლი, დავილაპარაკოთ თუ, რათქმაუნდა დროს არ წაგართმევ. მე ვიცი, რომ დაკავებული ხარ და ეს ბუნებრივიცაა, რადგან ის ვენახიო, ეს მარანიო, იქით კიდევ ეს მიმსვლელ–მომსვლელიო... მოკლედ ყოველივე სიკეთეს გისურვებ. სულ ერთმანეთზე უკეთესი ღვინოები დაგეყენებინოს ამ წელსაც, იმ წელსაც და მომავალშიც. იმედს ვიტოვებ, რომ "ახალი ღვინის ფესტივალზე". აბა დროებით და წარმატებები.
ქვევრი - 11 აპრილი, 2012 - 15:35

ყველა ქვევრი ეგეთია, მთავარია შიგნით საფუარი არ ჩაყარო...:)
No-spa - 11 აპრილი, 2012 - 15:11

როგორი კეთილი და ბუბუნა ქვევრია ეს ჩვენი ქვევრი
akaki - 11 აპრილი, 2012 - 11:51

ძალიან კარგი სტატიაა, ეს აუცილებლად უნდა წაიკითხოს ყველა მეღვინემ და არა მარტო მეღვინემ
ქვევრი - 11 აპრილი, 2012 - 09:29

ამ ღვინოს, ისევე, როგორც თითქმის ყველა მცირე, "ოჯახურ ღვინოს" დიდად ვგულშემატკივრობ. წარმატებებს გისურვებთ "დერგის" მესვეურნო! ღმერთმა ხელი მოგიმართოთ!
ქეთი ადეიშვილი - 10 აპრილი, 2012 - 13:06

რა გითხრათ, არ ჭირდება დაკონსერვება. მე პირადად მაცივარში მთელი 3 თვე მედო ასეთ მდგომარეობაში. გრილ ადგილასაც შეგიძლიათ შეინახოთ.მტელი ამისი სიკეთე ისააა, დაკონსერვება რომ არ ჭირდება და ყველიც მშვენივრად ინახება.დაკონსერვების შესახებ კი არაფერი მსმენია. ფოკას მონასტრის ყველები იყო წარმოდგენილი შარშან ექსპოზე და იქ ერთ-ერთმა ქალბატონმა მითხრა, ზეთში დიდი ხანი ძლებს ყველი და გემო რომ გაუგო, სწორედ 1-2 კვირის შემდეგ უნდა მიირთვაო. ისიც მითხრეს, რომ მთავარია ზეთმა ყველი დაფაროს და არ გაფუჭდება.
iako - 10 აპრილი, 2012 - 03:14

tu sheidzleba mipasuxet vinmem, aseti marinadis shemdeg qilebshi gadatana da dakonserveba shesazdlebelia?
iako - 10 აპრილი, 2012 - 01:49

bevri saintereso recepti agmovachine aq, didi madloba administracias :* :*
tsarapisti - 9 აპრილი, 2012 - 09:18

გიორგი, ძალიან საინტერესო სტატიაა. საუბარია ორ მნიშვნელოვან პრობლემაზე _ საფერავის დაყენების წესზე და ტრადიციების თანამედროვე ტექნოლოგიებტან შეთავსებაზე. კლერტსაცლელი სწორედ ის შემთხვევაა, როცა თანამედროვე ტექნიკური საშუალება ძალიან კარგად ესადაგება ტრადიციულ ქართულ მეღვინეობას. კლერტსაცლელი ერთგვარი საწნახელია, ანუ შეგიძლია ქვევრში მხოლოდ წვენი ჩაასხა, შეგიძლია ჭაჭა +წვენი, აგრეთვე ჭაჭა+წვენი+კლერტიც. ეს უკანასკნელი შენს გემოზე, რამდენიც გინდა და როგორც გინდა, ერთიანად, ფენა-ფენა, თუ შეკონილი, დაწურვისთანავე თუ რაღაც ხნის მერე. ახლა საფერავის შესახებ. საიდან იცი რომ საფერავი ტრადიციულად კლერტით ყენდებოდა? მე ძალიან მაინტერესებს ეგ საკითხი და იქნებ მიმითითო. ჩემი გამოცდილებით კი საქმე ასეა _ 8 წლის განმავლობაში, შარშან იყო ერთადერთი ის წელი, როცა შეიძლებოდა საფერავისთვის კლერტის დამატება. ეს ჩემი აზრით იმიტომ, მოხდა, რომ შარშან იყო ძალიან გვიანი რთველი. 2010 წელს ჩემი საფერავი დავწურე 29 პროცენტზე და კლერტი მაინც შემოუსვლელი იყო. მერე ვინთ ტქვა, რომ მაიდამაინც 2 კვირის ფარგლებში უნდა გააჩერო ჭაჭაზე? მე მაგალითად 2011 წლის საფერავი 5 თვე ნახევარი დავტოვე ჭაჭაზე და შედეგი არცთუ ურიგო ჩანს, მეც ასე მგონია და სხვებმაც აღნიშნეს ეს. მე მგონი, მევენახემ თავად უნდა გადაწყვიტოს რა ჯობს კონკრეტული წლის ყურძნისთვის. და არ ესწრაფოს გაუგებარ ტიპურობას, რომელიც კაცმა არ იცის, ვინ დააწესა. რა ტიპურობზეა ლაპარაკი, როცა მარტო კარდანახში შეიძლება სამნაირი სრულიად განსხვავებული შესანიშნავი საფერავის დაყენება. წარაფში, ზემო და ქვემო ახოებში. მიდი რა და გაშალე ფრთები! გიორგი ნუ გვაშინებ და ნუ გვძღუდავ, გეთაყვა
საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული