Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ოჯახური ღვინოები “ახალი ღვინის ფესტივალი 2012”–ზე

"ღვინის კლუბი" 2012 წლის 12 მაისს უკვე მესამეჯერ ატარებს "ახალი ღვინის ფესტივალს", რომელიც მიზნად ისახავს ქართული ღვინის ცნობადობისა და კულტურის გაზრდას. "ახალი ღვინის ფესტივალი" ერთადერთი ღონისძიებაა, სადაც ღვინის დიდი საწარმოებით დაწყებული, გლეხით დამთავრებული, ყველას ეძლევა საშუალება მონაწილეობა მიიღოს. შარშან ფესტივალმა დიდი წარმატებით ჩაიარა, "ღვინის კლუბმა" უმასპინძლა 10 ათასამდე სტუმარს, რომელთა დიდ ნაწილსაც ღვინით დაინტერესებული პირები და ის მომხმარებლები წარმოადგენდნენ, რომლებიც ცდილობენ უფრო კარგად გაერკვნენ ქართულ ღვინოში. ფესტივალს ძალიან ბევრი უცხოელი სტუმარი ჰყავდა, ასევე სტუდენტი-ახალგაზრდობა, რომლებიც დღეს უკვე საკმაოდ აქტიურ როლს თამაშობენ ქართული ღვინის პოპულარიზაციის საქმეში.

გასულ წელს ფესტივალში მონაწილეობდა საქართველოში არსებული თითქმის ყველა დიდი კომპანია, ასევე მცირე მარნები და მევენახე–გლეხები, რომლებიც "ღვინის კლუბმა" რეგიონებში შეარჩია. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო მხოლოდ ბოლო მოსავლის ღვინოები.

უნდა აღინიშნოს, რომ ოჯახური მარნებისთვის დიდი სტიმული აღმოჩნდა აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ რამდენიმე მათგანმა უკვე ჩამოასხა ღვინო და წარმატებით შემოვიდა ქართულ ბაზარზე.

წელს "ღვინის კლუბმა" გადაწყვიტა კიდევ უფრო გააფართოვოს ოჯახური ღვინის მიმართულება, რათა საქართველოს ყველა კუთხიდან გახდეს შესაძლებელი ფესტივალზე ახალი ღვინოების წარდგენა.

ფესტივალის მონაწილეებს გადაეცემათ სპეციალური სერთიფიკატები და "ღვინის კლუბის" სამახსოვრო საჩუქრები.


ფესტივალში მონაწილეობის პირობები:

• ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია ყველა ოჯახური ღვინის მწარმოებელს.

• ფესტივალში მონაწილეობის მსურველმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს არაუგვიანეს 27 აპრილისა.

• მონაწილე გაივლის შესარჩევ ტურს, "ღვინის კლუბის" სპეციალური ჟიური შემოსული ნიმუშებიდან შეარჩევს 50 საუკეთესო ღვინოს, რომელიც დაიშვება ფესტივალზე.

• შესარჩევ ტურშიც და ფესტივალზეც წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ 2011 წლის მოსავლის ახალი ღვინო.

• ფესტივალში მონაწილეობა ოჯახური მარნებისთვის უფასოა.

• მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ სადეგუსტაციო ნიმუში (2 ბოთლის ოდენობით) და შევსებული ანკეტა.

• მონაწილეთა ვინაობა ცნობილი გახდება ფესტივალამდე 1 კვირით ადრე.

• ფესტივალზე წარსადგენი ღვინის განსაზღვრული რაოდენობა შეადგენს მინიმუმ 10 ლიტრს.


გთხოვთ სადეგუსტაციო ნიმუშები, თანდართული ანკეტით, მოიტანოთ შემდეგ მისამართზე:

ქ. თბილისი, გუდიაშვილის 11, მობ: 555 207591, 551 104086.

ნიმუშების მიღება წარმოებს ყოველ სამუშაო დღეს, 12:00–დან 18:00–მდე

E-mail: giasimongulashvili@gmail.com

ანკეტა გადმოწერეთ აქედან



მოგესალმებით და წარმატებებს გისურვებთ! რამდენიმე კითხვა მაქვს ახალი ღვინის ფესტივალთან დაკავშირებით: 1.შეიძლება თუ არა ღვინო წარმოადგინოს ისეთმა იჯახურმა მარანმა, რომელიც ღვინის ბოთლებში ჩამოსხმას და რეალიზაციას (ჯერჯერობით) არ ეწევა? 2. და თუ ეს შესაძლებელია, როგორ უნდა წარმოვადგინო ნიმუში? პასუხისთვის წინასწარ გიხდით მადლობას.


გამარჯობათ ბატონო ნიკოლოზ. 1, რა თქმა უნდა შეიძლება. სწორედ ამას ემსახურება ჩვენი ფედტივალი, რომ თქვენ გააცნოთ თქვენი ღვინო ხალხს. 2, ნიმუში შეგიძლიათ წარადგინოთ ზემოთ მითითებულ მისამართზე შევსებულ ანკეტასთან ერთად. ღვინო სასურველია იყოს მინის ჭურჭელში.


საინტერესოა–აუცილებლად წამოვიღებ ჩემს ღვინოს , , ,


ჯერ კლუბში უნდა მიიტანოთ ღვინო, შესარჩევი ტური რომ გაიაროს.


გუდიაშვილის 11 ამ მისამართზე მივიტან


ანკეტის შევსება არ დაგავიწყდეთ. წინასწარ მადლობა.



წარმატებებს გისურვებთ –– დეგუსტატორების აზრი მაინტერესებს რა მიზეზით დამიბრაკეს ღვინო,აუცილებლად მივალ,მსაგვსი ღვინოები მინდა შევადარო ,მინდა დავრწმუნდე რომ ექსპერტებმა ჩაატარეს დეგუსტაცია ან პირიქით


Gamrajoba, ukve dasrulda monawileta shesarchevi turi?


დიახ, დასრულდა.



mogesalmebit megobrebo;)me erti chveulebrivi studenti var romelic dainteresebulia saertod vazis jishebita da xarisxiani gvinit, xoda shemidzlia rom ubralod daveswro am festivals? tu mosawvevebi an biletebia sachiro? ratomgac ver vipovne es informacia da iqneb momawvdinot?:)winaswar madloba:)


კიდევ ერთხელ გილოცავთ–სიტყვები არ მყოფნის იმ ემოციის გადმოსაცემათ რაც მე და ჩემმა ოჯახმა განვიცადეთ 12 მაისს. ფესტივალზე ერთი აზრი გამიჩდა,ოჯახური მაგარი სასმელების (,,კონიაკი'' და მსგავსი სასმელები) დამატება უფრო ფართო სპექტრს მოიცავდა და ვინ იცის სულ მალე საერთაშორისო სახე მიიღოს ამ ღონისძიებამ.სათქმელი ბევრი მაქვს მაგრამ აქ რა დაწერს ,თუ დრო მექნება და კლუბის სურვილი, შეიძლება შეხვედრა და დალაპარაკება,მომავალზე,ფალსიფიკაციასთან ბრძოლაზე და ა. შ.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული